საქართველოს ფეხბურთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა გასვლაზე დანიასთან წააგო

© courtesy of Georgian Football Federationსაქართველოს ფეხბურთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა სან-მარინოს მოუგო
საქართველოს ფეხბურთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა სან-მარინოს მოუგო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოსა და დანიის ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის გამართული მატჩი ანგარიშით 2:5 დასრულდა

თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ახალგაზრდული ნაკრები (U-21) ოლბორგში 2019 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში დანიასთან ანგარიშით 2:5 დამარცხდა.

შეხვედრის დაწყებისთანავე მასპინძელი ინიციატივას დაეუფლა და ინგვარტსენისა და დულუნდის გატანილი გოლების წყალობით 21-ე წუთზე უკვე ანგარიშით 2:0 იგებდა. 

ქართველმა ფეხბურთელებმა პირველ ტაიმში სკნდინავების კართან რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს, მაგრამ გია გეგუჩაძის აღსაზრდელებს შეტევების დასკვნით სტადიაში სიზუსტე არ ეყო.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები - Sputnik საქართველო
საქართველოს ფეხბურთის ნაკრები უელსთან პირველად დამარცხდა

შეხვედრის მეორე ნახევარში დანიელებმა კვლავ ორი სწრაფი გოლი გაიტანეს. 50-ე წუთზე ინგვარტსენმა დუბლი გააფორმა, 10 წუთის შემდეგ ლარსენმა მეოთხე გოლი გაიტანა.

ამის შემდეგ ქართველი ფეხბურთელების ორი შეტევა გოლებით დასრულდა, ორივე თბილისის „დინამოს“ თავდამსხმელმა ბექა მიქელთაძემ გაიტანა.

ამგვარად, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ჯგუფურ შესარჩევ მატჩებში მეორე მარცხი განიცადა. სექტემბერში გეგუჩაძის გუნდმა გორში პოლონელ თანათოლებს ანგარიშით 0:3 დაუთმო. ამჟამად ქართული გუნდი მესამე ჯგუფში ბოლო ადგილს იკავებს.

2019 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ შესარჩევ მატჩს საქართველოს U-21 ნაკრები გასვლაზე, ფარერების წინააღმდეგ გამართავს. თამაში 10 დეკემბერს გაიმართება.


ყველა ახალი ამბავი
0