06:57 21 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0921
  • 100 RUB4.1098
  • USD2.6972
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები

საქართველოს ფეხბურთის ნაკრები უელსთან პირველად დამარცხდა

© FB / Georgian Football Federation
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტი და საქართველო (456)
38 0 0

ფრედ დასრულებული სამი შევედრის შემდეგ ქართველმა ფეხბურთელებმა უელსის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში დაუთმეს

თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში საქართველოს ეროვნული ნაკრები 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის D ჯგუფის შესარჩევ მატჩში უელსის ნაკრებთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

ერთადერთი გოლი 49 წუთზე ინგლისის „დერბი ქაუნთის“ თავდამსხმელმა ტომ ლოურენსმა გაიტანა.

საქართველოს ფეხბურთის ნაკრები უელსთან პირველად დამარცხდა. მანამდე ოთხ შეხვედრაში საქართველომ სამჯერ მოიგო, კიდევ ერთი შეხვედრა კარდიფში, ახლანდელი შესარჩევი ციკლის ფარგლებში ფრედ დასრულდა.

ამგვარად, ცხრა მატჩის შემდეგ შესარჩევ D ჯგუფში საქართველოს ნაკრები ხუთი ქულით მეხუთე ადგილს იკავებს, ხოლო უელსი 17 ქულით მეორე ადგილზეა.

თამაშების დასკვნით დღეს, 9 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრები გასვლაზე ჯგუფის ლიდერს, სერბეთს შეხვდება, ხოლო უელსი საკუთარ მოედანზე ირლანდიას უმასპინძლებს. D ჯგუფში მეორე ადგილის ბედს სწორედ ეს შეხვედრა გადაწყვეტს.


თემები:
სპორტი და საქართველო (456)

მთავარი თემები