01:22 22 ივლისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8436
  • 100 RUB3.8430
  • USD2.4417
გიორგი მღებრიშვილი მსოფლიო პოლიციის ოლიმპიადის გამარჯვებულებს შეხვდა

გიორგი მღებრიშვილმა მსოფლიო პოლიციის ოლიმპიადის გამარჯვებულებს ჯილდოები გადასცა

© FB / Ministry of Internal Affairs of Georgia
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტი და საქართველო (378)
14 0 0

საქართველოს შსს-ს თანამშრომლებმა, „მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტული ოლიმპიადა 2017“-ის გამარჯვებულებს სამშობლოში მედლები „განსაკუთრებული დამსახურებისთვის“ გადაეცა

თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი უწყების იმ თანამშრომლებს შეხვდა, რომლებიც „მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტული ოლიმპიადა 2017“-ზე გაიმარჯვეს და მათ „განსაკუთრებული დამსახურებისთვის“ მედლები გადასცა.

შეჯიბრება აშშ-ის ქალაქ ლოს-ანჯელესსი გაიმართა, რომელშიც მსოფლიოს 80 ქვეყნის რამდენიმე ათასმა მოქმედმა და ყოფილმა პოლიციელმა მიიღო მონაწილეობა. ოლიმპიადაზე საქართველოს 11 ადამიანი წარმოადგენდა. ქართველმა პოლიციელებმა ხუთ სპორტულ დისციპლინაში 6 ოქროსა და 8 ვერცხლის მედალი მოიპოვეს.

„მიხარია, რომ ასეთ წარმატებას მივაღწიეთ… ასე ღირსეულად წარვდექით ამ თამაშებზე და მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ ჩვენ მოწოდების სიმაღლეზე ვდგავართ და ძალგვიძს შევერკინოთ ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელს, მიუხედავად იმისა, რომელი ქვეყნიდან იქნება ის. შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთ-ერთი სამინისტროა, რომელიც აქტიურად პოპულარიზაციას უწევს ჯანსაღ ცხოვრებას და ეს კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი ამ ოქროსა და ვერცხლის მედლებით“, — განაცხადა მღებრიშვილმა შეხვედრაზე.

ოქროსმედალოსნები: თავისუფალი სტილით ჭიდაობა — იოსებ ხუციშვილი, ლუკა კურტანიძე და ბელდუხ გავაშელიშვილი, ძალოსნობა — ლევან გილიგაშვილი და ვასილ მინდორაშვილი, ცურვა — გიორგი სამარღანიშვილი.

ვერცხლისმედალოსნები: ცურვა — გიორგი ბერძენიშვილი (4 ვერცხლის მედალი), კრივი — ედუარდ იმერლიშვილი, ძალოსნობა — კობა კობახიძე, ძიუდო — ნოდარ მჭედლიშვილი და ალექსი დავითაშვილი.

ამ ქართველ სპორსმენებს მსოფლიო მასშტაბის სხვა შეჯიბრებებზეც არაერთხელ გაუმარჯვიათ.

„მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტული ოლიმპიადა“ სხვადასხვა ქვეყანაში ორ წელიწადში ერთხელ ტარდება.


თემები:
სპორტი და საქართველო (378)

მთავარი თემები