06:37 22 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0921
  • 100 RUB4.1098
  • USD2.6972
თბილისში ახალგაზრდული ნაკრებების ტურნირის ჩატარების ინიციატორთა პრესკონფერენცია

თბილისში პელეს თასზე საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი გაიმართება

© Sputnik / Denis Aslanov
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტი და საქართველო (457)
137 0 0

თბილისში გამოვიდნენ ინიციატივით, საქართველოში ჩატარდეს საფეხბურთო ტურნირი სამხრეთ ამერიკის ახალგაზრდული ნაკრებების მონაწილეობით პატარქალიშვილის თქმით, ამ პროექტის განხორციელებისთვის საჭირო თანხა 2,5 მილიონამდე დოლარს შედაგენს.

თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. კულტურული და საქმიანი თანამშრომლობის საერთაშორისო ასოციაცია „არგენტინის სახლი საქართველოში" და მისი თავმჯდომარე ნიკოლოზ პატარქალიშვილი გამოვიდნენ ინიციატივით, ჩატარდეს საქართველოში საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი სამხრეთ ამერიკის ახალგაზრდული ნაკრებების, ასევე საქართველოსა და რუსეთის გუნდების მონაწილეობით.

„ჩვენ გვაქვს პროექტი, რომლის მიზანია სამხრეთ ამერიკის ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა ბრაზილია, არგენტინა, პარაგვაი და ურუგვაი კულტურის, სპორტის, ტურიზმის სფეროში კავშირებისა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დამყარება. ამ ურთიერთობებისათვის ხიდს წარმოადგენს საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი ზემოაღნიშნული ქვეყნების ნაკრებების, ასევე საქართველოსა და რუსეთის გუნდების მონაწილეობით“, — განაცხადა თბილისის საერთაშორისო პრესცენტრის მოედანზე პატარქალიშვილმა.

© Sputnik / Denis Aslanov
პელეს თბილისში ელოდებიან: საქართველოში საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი გაიმართება „არგენტინის სახლი საქართველოში“ საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირის ჩატარებას და თბილისში პელეს მოწვევას აპირებს

პრესკონფერენციაზე არგენტინასა და ბრაზილიასთან პირდაპირი ჩართვა განხორცილედა, რა დროსაც პატარქალიშვილის სამხრეთამერიკელმა პარტნიორებმა პროექტის განხორციელებით საკუთარი დაინტერესება დაადასტურეს.

Николоз Патаркалишвили, председатель Международной ассоциации культурного и делового сотрудничества Дом Аргентины в Грузии
© Sputnik / Denis Aslanov
კულტურული და საქმიანი თანამშრომლობის საერთაშორისო ასოციაციის „არგენტინის სახლი საქართველოში" თავმჯდომარე ნიკოლოზ პატარქალიშვილი

„ტურნირზე გათამაშდება პელეს თასი, ის მიეძღვნება სახელოვანი ქართველი ფეხბურთელების — მიხეილ მესხისა და სლავა მეტრეველის ხსოვნას. ამ ტურნირზე თავად პელე ჩამოვა, ხოლო ტურნირის დაწყებამდე არგენტინული ეკონომიკური ფორუმი გაიმართება“, — აღნიშნა პატარქალიშვილმა.

"არგენტინის სახლმა საქართველოში ამ ღონისძიებების ჩატარებისათვის მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს, რათა აღნიშნული ჩატარდეს მისი პატრონაჟით, ხოლო დაფინანსებაზე, — საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "ქართუ"-ს დამფუძბენელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს", — განაცხადა პატარქალიშვილმა.

პრესკონფერენციაზე ასევე განიხილებოდა შესაძლებლობა, თბილისში დაიდგას სკულპტურული კომპოზიცია მიხეილ მესხის, სლავა მეტრეველის, გიორგი სიჭინავას, ანზორ კავაზაშვილისა და პელეს გამოსახულებით.

Пеле и игроки сборной СССР
© Sputnik / Denis Aslanov
პელე და სსრკ-ის ნაკრების ფეხბურთელები

პატარქალიშვილის თქმით, ამ პროექტის განხორციელებისთვის საჭირო თანხა 2,5 მილიონამდე დოლარს შედაგენს.  მან პროექტ „არგენტინის სახლი საქართველოში“ განსახორციელებლად მხარდაჭერისთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მიმართა, ხოლო ფინანსური მხარდაჭერისთვის საქველმოქმედო ფონდ „ქართუსა“ და მის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც მას საერთაშორისო ტურნირის გამართვაში მხარდაჭერა აღუთქვა.

„შეხვედრისას ბიძინა ივანიშვილმა მითხრა, რომ აპირებს საქმის კურსში ფონდი „ქართუს“ ხელმძღვანელი ნიკოლოზ ჩხეტიანი  და ასევე ფეხბურთის ვეტერანი კახა კალაძე ჩააყენოს. ტურნირის ჩატარებისთვის ყველაფერი მზადაა, დარჩა მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერა“, — განაცხადა პატარქალიშვილმა პრეს-კონფერენციაზე.

Бывший защитник сборной СССР и тбилисского Динамо Реваз Дзодзуашвили
© Sputnik / Denis Aslanov
ვეტერანი ფეხბურთელი, თბილისის „დინამოსა" და საბჭოთა კავშირის ნაკრების ლეგენდარული მცველი რევაზ ძოძუაშვილი

პატარქალიშვილის გარდა, პრესკონფერენციას ესწრებოდნენ ვეტერანი ფეხბურთელი, თბილისის „დინამოსა" და საბჭოთა კავშირის ნაკრების ლეგენდარული მცველი რევაზ ძოძუაშვილი და იუნესკოს ცეკვის  საერთაშორისო საბჭოს თბილისის სექციის პრეზიდენტი ზურაბ ბილანიშვილი.


თემები:
სპორტი და საქართველო (457)

მთავარი თემები