საქართველოს ფეხბურთის ახალგაზრდული ნაკრები დანიაში მატჩისთვის მზადაა

© FB / Georgian Football Federationგია გეგუჩაძე ვარჯიშის დროს
გია გეგუჩაძე ვარჯიშის დროს - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ნაკრები, თბილისში პოლონეთის გუნდთან დამარცხების შემდეგ, ქულების მოპოვებას დანიაში შეეცდება

თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ახალგაზრდული ნაკრები (U-21) 2019 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ფარგლებში დღეს, 6 ოქტომბერს დანიის ქალაქ ოლბორგში მეორე მატჩს გამართავს.

ვლადიმირ ვაისი - Sputnik საქართველო
საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა შესარჩევი მატჩებისთვის მზადება დაიწყო

ამ შეხვედრაში ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე რამდენიმე ფეხბურთელის გარეშე დარჩება. ტრავმების გამო დანიაში წავლა ვერ შეძლეს ვლადიმერ მამუჩაშვილმა („საბურთალო") და რომან ჭანტურიამ („პრატო", იტალია).

მესამე შესარჩევი ჯგუფის პირველ მატჩში, რომელიც გორში გაიმართა, ქართველმა ფეხბურთელებმა პოლონელებთან 0:3 წააგეს. რაც შეეხება დანიის ახალგაზრდულ ნაკრებს, მან უკვე ჩაატარა ორი შეხვედრა და ორივეჯერ მოიგო.

მატჩი საქართველოსა და დანიის ნაკრებებს შორის თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

 

ყველა ახალი ამბავი
0