საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა შესარჩევი მატჩებისთვის მზადება დაიწყო

© Sputnik / Alexander Imedashviliვლადიმირ ვაისი
ვლადიმირ ვაისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ნაკრების ორი ლიდერი ტრავმების გამო უახლოეს მატჩებში მონაწილეობას ვერ მიიღებს

თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მზადება დაიწყო 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის D-ჯგუფის დასკვნითი შესარჩევი მატჩებისთვის უელსისა და სერბეთის ნაკრებების წინააღმდეგ, აღნიშნულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ვლადიმირ ვაისის გუნდი "თბილისის ზღვის" ტერიტორიაზე განთავსებულ სპორტულ ბაზაზე შეიკრიბა და პირველი ვარჯიში ჩაატარა. ვარჯიშში 17 ფეხბურთელი მონაწილეობდა. კიდევ 8 ლეგიონერი გუნდს 3 ოქტომბერს შეუერთდება.

ტურისტები საღამოს თბილისში - Sputnik საქართველო
ბრიტანეთის საელჩოს სკანდალური რეკომენდაციები საქართველოში ჩამოსვლის მსურველთათვის

უკვე ზუსტად არის ცნობილი, რომ უახლოეს ორ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს ნაკრების ორი ნახევარმცველი — ჯანო ანანიძე (მოსკოვის "სპარტაკი") და თორნიკე ოქრიაშვილი ("კრასნოდარი"). ორივე ფეხბურთელს ტრავმა აქვს მიღებული.

მატჩი უელსის წინააღმდეგ გაიმართება 6 ოქტომბერს თბილისში, ხოლო სერბეთის წინააღმდეგ — 9 ოქტომბერს ბელგრადში.

რვა მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრები D-ჯგუფში ხუთი ქულით მეხუთე ადგილზეა განთავსებული. ჯგუფის ლიდერია სერბეთი, რომლის აქტივში 18 ქულაა.

 

ყველა ახალი ამბავი
0