საქართველოს ქალ ფრენბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იტალიელებთან დამარცხდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს ქალ ფრენბურთელთა მატჩი იტალიის ნაკრებთან ევროპის ჩემპიონატზე
საქართველოს ქალ ფრენბურთელთა მატჩი იტალიის ნაკრებთან ევროპის ჩემპიონატზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს ხორვატიის გუნდთან გამართავს

თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ქალ ფრენბურთელთა ნაკრები ანგარიშით 0:3 დამარცხდა В ჯგუფის პირველ მატჩში იტალიის ნაკრებთან ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც დღეს საქართველოსა და აზერბაიჯანში დაიწყო.

საქართველოს ნაკრებისთვის, რომელიც კონტინენტურ პირველობაში პირველად მონაწილეობს, ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი ნაკრების წინააღმდეგ მატჩი ერთგვარი მასტერ-კლასი გახდა.

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს ქალ ფრენბურთელთა მატჩი იტალიის ნაკრებთან ევროპის ჩემპიონატზე
Матч между женскими сборными Грузии и Италии по волейболу в рамках чемпионата Европы - Sputnik საქართველო
საქართველოს ქალ ფრენბურთელთა მატჩი იტალიის ნაკრებთან ევროპის ჩემპიონატზე

იტალიელებმა მეტოქეებს ყველა კომპონენტში აჯობეს. ამას პარტიების ანგარიში მოწმობს: 25:14, 25:12, 25:12.

გამარჯვებული გუნდის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე პაოლა ოგეჩი ეგონუ გახდა, რომელმაც 16 დაგროვებული ქულიდან 5 ჩაწოდებაზე აიღო.

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს ქალ ფრენბურთელთა მატჩი იტალიის ნაკრებთან ევროპის ჩემპიონატზე
Матч между женскими сборными Грузии и Италии по волейболу в рамках чемпионата Европы - Sputnik საქართველო
საქართველოს ქალ ფრენბურთელთა მატჩი იტალიის ნაკრებთან ევროპის ჩემპიონატზე

დღესვე В ჯგუფის მატჩი ხორვატიასა და ბელარუსს შორის გაიმართება.

თამაშების მეორე დღეს, 23 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ხორვატიას შეხვდება (მატჩი 7:00 საათზე დაიწყება), იტალიელები კი ბელარუსის წარმომადგენლებს დაუპირისპირდებიან. ეს თამაში 20:00 სათზე დაიწყება.

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს ქალ ფრენბურთელთა მატჩი იტალიის ნაკრებთან ევროპის ჩემპიონატზე
Матч между женскими сборными Грузии и Италии по волейболу в рамках чемпионата Европы - Sputnik საქართველო
საქართველოს ქალ ფრენბურთელთა მატჩი იტალიის ნაკრებთან ევროპის ჩემპიონატზე

ტურნირში მონაწილეობას იღებს ოთხ ჯგუფად დაყოფილი 16 ნაკრები, თითოეულში ოთხი გუნდი. А, С და D ჯგუფის მატჩები აზერბაიჯანში, В ჯგუფის კი თბილისში, ახალ სპორტის სასახლეში ჩატარდება.

ტურნირის რეგლამენტით, საკუთარ ჯგუფებში პირველ ადგილზე გასული გუნდები, ავტომატურად კვალიფიცირდებიან მეოთხედფინალში. გუნდები, რომლებიც ჯგუფებში მეორე-მესამე ადგილებზე გავლენ, პლეი-ოფის პირველ რაუნდში მეოთხედფინალის სტადიის კიდევ ოთხ მონაწილეს განსაზღვრავენ.

ყველა ახალი ამბავი
0