თბილისში ჭადრაკის მსოფლიო თასის ფინალისტების ვინაობა ცნობილია

© AFP 2024 / LUIS ACOSTAლევონ არონიანი
ლევონ არონიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიო თასის გამარჯვებული და ფინალისტი 2018 წლის პრეტენდენტთა ტურნირის საგზურს მიიღებენ

თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. თბილისში მიმდინარე ჭადრაკის მსოფლიო თასის ფინალში ერთმანეთს ლევონ არონიანი (სომხეთი) და დინგ ლირენი (ჩინეთი) დაუპირისპირდებიან.

მოყვარული მოჭადრაკეები - Sputnik საქართველო
თბილისში ჭადრაკის მსოფლიო თასის გათამაშება იწყება

სომეხმა დიდოსტატმა (ფიდეს რეიტინგში მეოთხე ნომერი) დრამატულ ორთაბრძოლაში ფრანგი მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი ანგარიშით 5:4 სძლია, რომელიც რეიტინგში მეორე ადგილზეა.

მოწინააღმდეგეებს შორის ბრძოლა იმდენად თანაბარი იყო, რომ გამარჯვებულის გამოსავლენად ე.წ "არმაგედონი" გახდა საჭირო, რამდენადაც წინა რვა პარტიაში ძლიერის გამოვლენა ვერ მოხერხდა.

მეორე ნახევარფინალში დინგ ლირენმა უესლი სო (აშშ) ანგარიშით 3,5:2,5 დაამარცხა.

მსოფლიო თასის ფინალი 23 სექტემბერს დაიწყება და ოთხი კლასიკური პარტიიდან იქნება შემდგარი.

თბილისის მსოფლიო თასის საპრიზო ფონდი 1 მლნ 600 ათასი აშშ დოლარია, საიდანაც გამარჯვებული 120 ათას აშშ დოლარს, ფინალისტი კი 80 ათას დოლარს მიიღებს.

ყველა ახალი ამბავი
0