ფრენბურთში ევროპის ჩემპიონატი სტარტს საქართველოსა და აზერბაიჯანში აიღებს

© courtesy by Tika Tchautchidzeსაქართველოს ფრენბურთის ნაკრები
საქართველოს ფრენბურთის ნაკრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში В ჯგუფის მატჩები გაიმართება, რომელშიც საქართველოს, იტალიის, ხორვატიისა და ბელარუსის გუნდები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს

თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. ქალთა შორის ფრენბურთში ევროპის საიუბილეო XXX ჩემპიონატი აზერბაიჯანსა და საქართველოში 22 სექტემბერი —1 ოქტომბრის პერიოდში გაიმართება.

გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ კონტინენტთაშორისი პირველობა ორ ქვეყანაში ჩატარდებოდა, 2014 წლის ოქტომბერში ფრენბურთის ევროპული კონფედერაციის ასამბლეაზე მიიღეს, რომელიც თურქეთის ქალაქ ანტალიაში გაიმართა.

ტურნირში მონაწილეობას მიიღებს ოთხ ჯგუფად დაყოფილი 16 ნაკრები, თითოეულში ოთხი გუნდი. А, С და D ჯგუფის მატჩები აზერბაიჯანში, В ჯგუფის კი თბილისში, ახალ სპორტის სასახლეში ჩატარდება.

ჯგუფიА: აზერბაიჯანი, გერმანია, პოლონეთი, უნგრეთი

ჯგუფი В: საქართველო, იტალია, ხორვატია, ბელარუსი

ჯგუფი С: რუსეთი, თურქეთი, ბულგარეთი, უკრაინა

ჯგუფი D: სერბეთი, ჰოლანდია, ბელგია, ჩეხეთი

ტურნირის რეგლამენტით, საკუთარ ჯგუფებში პირველ ადგილზე გასული გუნდები, ავტომატურად კვალიფიცირდებიან მეოთხედფინალში. გუნდები, რომლებიც ჯგუფებში მეორე-მესამე ადგილებზე გავლენ, პლეი-ოფის პირველ რაუნდში მეოთხედფინალის სტადიის კიდევ ოთხ მონაწილეს განსაზღვრავენ.

„Sputnik-საქართველო" ფრენბურთში საქართველოს ქალთა ნაკრების კაპიტან თიკა ჭაუჭიძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუს გთავაზობთ >> 

ფრენბურთი - Sputnik საქართველო
საქართველოსა და ევროპის ფრენბურთის ფედერაციებმა შეთანხმებას მოაწერეს ხელი

პლეი-ოფის ყველა მატჩი აზერბაიჯანში გაიმართება.

ფრენბურთში საქართველოს ქალთა ნაკრები პირველად თავის ისტორიაში ევროპის ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

В ჯგუფისა და საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი (თბილისის დროით)

22 სექტემბერი

17:00 საქართველო-იტალია

20:00 ბელარუსი-ხორვატია

23: სექტემბერი

17:00 საქართველო-ხორვატია

20:00 იტალია-ბელარუსი

24 სექტემბერი

17:00 საქართველო-ბელარუსი

20:00 ხორვატია-იტალია

ყველა ახალი ამბავი
0