04:16 20 ნოემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
მარათონის მონაწილე

თბილისის ცენტრში იმართება გარბენი დევიზით „ირბინე მშვიდობისთვის"

© Sputnik/ Evgenij Biyatov
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
27 0 0

მასობრივ გარბენში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია 11:00 საათამდე უნდა გაიარონ

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. გარბენი დევიზით „ირბინე მშვიდობისთვის", რომელშიც მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, აღმაშენებლის გამზირზე კვირას გაიმართება.

ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, უნდა გაიაროთ რეგისტრაცია, რომელიც 10:00-დან 11:00 საათამდე თამარ მეფისა და დავით აღმაშენებლის გამზირების კვეთაზე გაიმართება.

გარბენი ჩატარდება პროგრამა Be Active In Georgia-ს ფარგლებში, რომლის მიზანს მასობრივი სპორტის განვითარება და საზოგადოების ფიზიკური სიჯანსაღე წარმოადგენს.

ღონისძიების ორგანიზატორებია — „საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაცია", საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდული კომიტეტი, თბილისის მერია და საბრძოლო ხელოვნებათა კონფედერაცია.

პროგრამა Be Active In Georgia-ს ფარგლებში გაიმართება ევროპის სპორტული კვირეული. დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები: ფიტნეს ფესტივალი, Sportsway Tourism კონფერენცია, მსოფლიო სიარულის დღე, Games of Heroes — საჩვენებელი ტურნირი, Take Back Your Streets, საბრძოლო ხელოვნების ფესტივალები და სხვა.

მთავარი თემები