ფაჩულიამ საბერძნეთში ტურნირის წინ მცირე ტრავმა მიიღო

© Georgian Basketball Federationკალათბურთის ნაკრები ათენში
კალათბურთის ნაკრები ათენში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროპის ჩემპიონატისთვის მომზადების დასკვნით ეტაპზე საქართველოს კალათბურთის ნაკრები მონაწილეობას მიიღებს საბერძნეთის ტურნირში.

თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ნაკრების კაპიტანი და NBA-ს კლუბ "გოლდენ სტეიტ უორიორზის" ცენტრი ზაზა ფაჩულია ევრობასკეტ-2017-ის მოსამზადებელ ტურნირში "აკროპოლისის თასი" მონაწილეობას არ მიიღებს. ტურნირი საბერძნეთში 23 აგვისტოს იწყება.

© Georgian Basketball Federationზაზა ფაჩულია ათენის აეროპორტში
Заза Пачулия в аэропорту Афин - Sputnik საქართველო
ზაზა ფაჩულია ათენის აეროპორტში

ფაჩულიამ ერთ-ერთ ვარჯიშზე მცირე ტრავმა მიიღო. სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, რომ დაზიანება სერიოზული არ არის, მაგრამ კალათბურთელს ერთკვირიანი რეაბილიტაციის კურსის გავლა მოუწევს.

ტრავმის მიუხედავად, ფაჩულია ნაკრებთან ერთად საბერძნეთში გაემგზავრა. იქ გუნდი მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო ტურნირში "აკროპოლისის თასი".

გიორგი შერმადინი - Sputnik საქართველო
საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა თბილისის მერის თასი მოიპოვა

ილია ზუროსის გუნდი 23 აგვისტოს ტურნირის მასპინძლების წინააღმდეგ ითამაშებს, 24 აგვისტოს კი სერბეთის ნაკრებს შეხვდება. დასკვნით მატჩს ქართველი კალათბურთელები იტალიის წინააღმდეგ 25 აგვისტოს გამართავენ.

ტურნირის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრები ისრაელში გაემგზავრება, სადაც მზადებას ევრობასკეტ-2017-ისთვის გააგრძელებს.

ევრობასკეტი-2017 გაიმართება 31 აგვისტოდან 17 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში ოთხ ქვეყანაში: ფინეთში, თურქეთში, ისრაელსა და რუმინეთში.

საქართველოს ნაკრები В-ჯგუფში გამოვა უკრაინის, ისრაელის, ლიტვის, იტალიისა და გერმანიის გუნდებთან ერთად. ამ ჯგუფის მატჩები თელ-ავივში გაიმართება.

 

ყველა ახალი ამბავი
0