ქართველმა მოჭიდავეებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ორი ბრინჯაო მოიპოვეს

© FB / United World Wrestlingრობერტ ქობლიაშვილი
რობერტ ქობლიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიო ჩემპიონატი ჭიდაობაში საფრანგეთში მიმდინარეობს, ქართველების ყულაბაში ორი ბრინჯაოს მედალია

თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა რობერტ ქობლიაშვილმა (-85 კგ) და რევაზ ნადარეიშვილმა (-98 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც პარიზში დაიწყო.

ქობლიაშვილმა ¼ ფინალში თურქ მეტეჰან ბასარუსთან წააგო, მაგრამ რადგან თურქი მოჭიდავე ფინალში გავიდა და შემდეგ მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ქართველმა სპორტსმენმა რეპეშაჟში გამოსვლის უფლება მიიღო, სადაც ბულგარელ ნიკოლაი ბაირიაკოვს შეხვდა და 2:1 დაამარცხა.

ანალოგიური სცენარით განვითარდა მოვლენები ნადარეიშვილის შემთხვევაშიც, რომელმაც ¼ ფინალში არტურ ალექსანიანთან წააგო სომხეთიდან.

© FB / United World Wrestlingრევაზ ნადარეიშვილი
Грузинский борец греко-римского стиля Реваз Надареишвили - Sputnik საქართველო
რევაზ ნადარეიშვილი

რეპეშაჟში ქართველმა მოჭიდავემ, მიუხედავად სერიოზული ტრავმისა, ირანელი სეიდმუსტაფა სალეჰიდზადე დაამარცხა, ხოლო მესამე ადგილისთვის ბრძოლაში — უზბეკი რუსტამ ასაკალოვი.

22 აგვისტოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს შორის გათამაშდება მედლები ოთხ — 59, 66, 80 და 130 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში.

საქართველოს ნაკრებს წარმოადგენენ ლაშა მარიამიძე (-59 კგ), გოგა გოგიბერაშვილი (-66), ზურაბ დათუნაშვილი (-80) და ლევან არაბული (-130).

ყველა ახალი ამბავი
0