მსოფლიო ჩემპიონატი ხელბურთში თბილისში საფრანგეთის ნაკრებმა მოიგო

© Handballgeo2017ხელბურთში მსოფლიო ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრები გახდა
ხელბურთში მსოფლიო ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრები გახდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველომ მსოფლიოს ჩემპიონატზე მეოცე ადგილი დაიკავა.

თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. ხელბურთში საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრები (U-19) მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია. ჩემპიონატი თბილისში გაიმართა.

ფინალში საფრანგეთმა ესპანეთის ნაკრებს 28:25 სძლია.

გამარჯვებულ გუნდში მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კილიან ვილმონტი დასახელდა (13 ბურთი). ის ასევე გახდა ტურნირის ყველაზე ფასეული მოთამაშე.

© Handballgeo2017ხელბურთში მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორები
Призеры юношеского чемпионата Мира по гандболу в Тбилиси - Sputnik საქართველო
ხელბურთში მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორები

"ნამდვილად ძალიან მიხარია ბიჭების გამო, რადგან მათ ერთ თვეში კოლოსალური სამუშაო გაწიეს. ჩვენ დავიმსახურეთ ეს გამარჯვება. ფინალში ძალიან კარგი მეტოქე გვყავდა, მაგრამ ჩვენ უკეთ ვიმუშავე", — ასეთი კომენტარი გააკეთა გამარჯვების შემდეგ საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ერიკ კუინტინმა.

მესამე ადგილისთვის ბრძოლაში დანიის ნაკრებმა ხორვატიას მოუგო 30:29.

ტურნირის მასპინძლებმა ჩემპიონატში მეოცე ადგილი დაიკავეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0