ქართველმა ჩოგბურთელმა ცინცინატში გამოსვლა წარმატებით დაიწყო

© Sputnik / Levan Avlabreliნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნიკოლოზ ბასილაშვილმა 90 სარეიტინგო ქულა და 62 აშშ დოლარი საპრიზო თანხა გამოიმუშავა

თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (65) ორ სეტში ხორვატ ბორნ ჩორიჩს (50) სძლია 6:3, 7:6 და ცინცინატის საჩოგბურთო ტურნირის "მასტერსის" მეორე რაუნდში გავიდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
ბასილაშვილმა მონრეალის საჩოგბურთო ტურნირზე გამოსვლა დაასრულა

ბასილაშვილმა შესანიშნავად ჩაატარა პირველი სეტი და მეტოქეს არცერთი ბრეიკ-პოინტის გაკეთების საშუალება არ მისცა. მეორე სეტში კი ბრძოლა თანაბარი ძალებით მიმდინარეობდა. გამარჯვებულის გამოვლენა ტაი-ბრეიკის მეშვეობით გახდა საჭირო. ჩორიჩი დაწინაურებული იყო — 4:2 და ყველა მესამე, გადამწყვეტ სეტს ელოდებოდა, მაგრამ ბასილაშვილმა მოიგო ტაი-ბრეიკი — 7:5 და ამასთან — მატჩიც.

ამისთვის ქართველ ჩოგბურთელს თითქმის ორი საათი დასჭირდა.

¼ ფინალში გასვლით ბასილაშვილმა 90 სარეიტინგო ქულა და 62 აშშ დოლარი საპრიზო თანხა გამოიმუშავა.

მეორე წრეში ქართველი ჩოგბურთელი ამერიკელ კრისტიან ჰარისონს შეხვდება, რომელსაც АТР-ს რეიტინგში 240-ე ადგილი უკავია.

ცინცინატში "მასტერსი" 20 აგვისტომდე გაგრძელდება. ტურნირის საერთო საპრიზო ფონდი თითქმის 5 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. მოქმედი გამარჯვებულია ხორვატი მარინ ჩილიჩი.

 

ყველა ახალი ამბავი
0