ქართველი პოლიციელების მორიგი წამატება პროფესიულ ოლიმპიადაზე

© facebook.com/miaofgeoქართველი პოლიციელები პროფესიულ ოლიმპიადაზე
ქართველი პოლიციელები პროფესიულ ოლიმპიადაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
უმაღლესი სინჯის ჯილდოები მანამდე ქართველმა პოლიციელებმა თავისუფალ ჭიდაობაში მოიპოვეს.

თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. ქართველმა პოლიციელებმა კიდევ სამი ოქროსა და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვეს პოლიციელებისა და მეხანძრეების მსოფლიო სპორტულ ოლიმპიადაზე, რომელიც ლოს-ანჯელესში მიმდინარეობს, ნათქვამია შსს-ის პრესსამსახურის განცხადებაში.

უმაღლესი სინჯის ჯილდოები მიიღეს შტანგისტებმა:

ლევან გილიგაშვილმა (-83 კგ), რომელმაც 190 კგ სიმძიმე აწია;

ვასილ მინდორაშვილმა (-105 კგ), რომელმაც 185 კგ სიმძიმე აწია.

მინდორაშვილის  წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა კობა კობახიძემ, რომელმაც 170 კგ სიმძიმე აწია.

ქართველი პოლიციელი მოჭიდავის გამარჯვება ლოს-ანჯელესში - Sputnik საქართველო
ქართველმა პოლიციელებმა აშშ-ში 3 ოქროსა და 6 ვერცხლის მედალი მოიპოვეს

კიდევ ერთი ოქროს მედალი მოცურავე გიორგი სამარღანიშვილმა დაიმსახურა, რომელმაც ყველაზე სწრაფად დაფარა 50 მეტრიანი დისტანცია ზურგზე ცურვაში.

საქართველოს ნაკრებს ვერცხლის ჯილდო ასევე მოუტანა მოკრივე ედუარდ იმერლიშვილმა, რომელმაც 75  კგ-მდე წონით კატეგორიაში მეორე ადგილი აიღო.

ამგვარად, ამ დროისათვის ქართველ სპორტსმენ პოლიციელთა აქტივში სულ 14 მედალია: ექვსი ოქროსი და 8 ვერცხლისა. უმაღლესი სინჯის ჯილდოები მანამდე ქართველმა პოლიციელებმა თავისუფალ ჭიდაობაში მოიპოვეს.

პოლიციელებისა და მეხანძრეების XVII მსოფლიო სპორტული ოლიმპიადა 16 აგვისტოს დასრულდება.

ყველა ახალი ამბავი
0