"სამტრედიამ" უეფას ჩემპიონთა ლიგის მატჩში "ყარაბაღთან" კვლავ წააგო

© Facebook / FB / Qarabağ FKსაფეხბურთო კლუბი "ყარაბაღი"
საფეხბურთო კლუბი ყარაბაღი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დამარცხების შემდეგ ქართულმა საფეხბურთო კლუბმა ჩემპიონთა ლიგაში გამოსვლა დაასრულა.

თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. საფეხბურთო კლუბი "სამტრედია" აზერბაიჯანის "ყარაბაღთან" საპასუხო მატჩშიც დამარცხდა ანგარიშით 0:1. მატჩი უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის ფარგლებში გაიმართა. ამით "სამტრედიამ" ტურნირზე გამოსვლა დაასრულა.

სამტრედიის გოლკიპერმა ომარ გიგინეიშვილმა კარი გადაარჩინა - Sputnik საქართველო
"ყარაბაღმა" უეფას თბილისში პროვოკაციების თავიდან აცილება სთხოვა

ერთადერთი გოლი 22-ე წუთზე ვილდ გერიემ საჯარიმოდან ზუსტი დარტყმით გაიტანა.

ქართველ ფეხბურთელებს საპასუხო გოლის გატანის რამდენიმე შესაძლებლობა ჰქონდათ, მაგრამ ბოლო მომენტში უზუსტობების გამო ეს ვერ მოახერხეს.

ამგვარად, ორი მატჩის შედეგებით "სამტრედიამ" "ყარაბაღთან" 0:6 წააგო და ტურნირს გამოეთიშა.

მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში "ყარაბაღი" "კუკესისა" (ალბანეთი) და "შერიფის" (მოლდოვა) დაპირისპირებაში გამარჯვებულს შეხვდება. პირველი მატჩი ამ გუნდებს შორის მოლდოველების მინიმალური გამარჯვებით — 1:0 დასრულდა.

ყველა ახალი ამბავი
0