ფაჩულია საქართველოს ღირსების ორდენით დაჯილდოვდა

© AP Photo / Marcio Jose Sanchezზაზა ფაჩულია
ზაზა ფაჩულია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ფაჩულიას ტელეფონით დაუკავშირდა და სახელმწიფოს მეთაურის სახელით მას NBA-ს ჩემპიონობა მიულოცა.

თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანი და NBA-ს კლუბ "გოლდენ სტეიტ უორიორზის" ცენტრი ზაზა ფაჩულია დაჯილდოვდება ღირსების ორდენით, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ქვეყნის სახელის საერთაშორისო ასპარეზზე გატანისა და საქართველოს პოპულარიზაციისათვის ზაზა ფაჩულია ღირსების ორდენით დაჯილდოვდება.

საჭიქეები - Sputnik საქართველო
ზაზა ფაჩულია რუსულ საჭიქეს მიიღებს

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ზაზა ფაჩულიას დაუკავშირდა, NBA-ს ჩემპიონობა მიულოცა და პრეზიდენტის სახელით შემდგომი წარმატებები უსურვა.

ზაზა ფაჩულიამ, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს და აღნიშნა, რომ ამ სახელმწიფო ჯილდოს მიღება მისთვის დიდი პატივია.

ღირსების ორდენი — საქართველოს სახელმწიფო ჯილდოა, რომელიც 1992 წლის დეკემბერში დაწესდა და გადაეცემა სახელმწიფო და საზოგადოებრივი მოღვაწეობის სხვადასხვა სფეროში შეტანილი წვლილისთვის.

ქეთი მელუა - Sputnik საქართველო
მელუა, ფაჩულია და სხვები საქართველოს პოპულარიზებისთვის დაჯილდოვდნენ

მანამდე ზაზა ფაჩულიას ქართული სპორტის პოპულარიზაციისთვის სპეციალური ჯილდო გადაეცა. მას გადაეცა მოოქროვილი ფირფიტა, რომელიც ანტიკური ხანის ქართული საოქრომჭედლო ოსტატობის ერთ-ერთი ექსპონატის ასლს წარმოადგენს.

ამ სეზონზე ფაჩულია "გოლდენ სტეიტ უორიორზის" შემადგენლობაში NBA-ს ჩემპიონი გახდა და ის ქართული კალათბურთის ისტორიაში პირველი სპორტსმენია, რომელმაც ამერიკის ნაციონალური კალათბურთის ასოციაციის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ფაჩულია სექტემბერში საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში კალათბურთის ევროპის ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.

ყველა ახალი ამბავი
0