ქართველი ნიჩბოსანი ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა

© AP Photo / Andre Pennerნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე
ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბულგარეთში გამართულ ევროპის პირველობაზე ნიჩბოსნობაში საქართველოს ნაკრებს ერთადერთი მედალი ზაზა ნადირაძემ მოუტანა.

თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში ევროპის ჩემპიონატზე 200-მეტრიან დისტანციაზე ქართველმა ნიჩბოსანმა ზაზა ნადირაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

დისტანცია ზაზა ნადირაძემ 38,342 წამში დაფარა.

ამ დისციპლინაში გამარჯვებული გახდა ლიტველი ჰენრიკას ზუსტაუტასი (38,112), ხოლო ვერცხლის პრიზიორი — რუსი ალექსეი კოროვაშკოვი (38,157).

ზაზა ნადირაძე - Sputnik საქართველო
ზაზა ნადირაძე — მაისურის გამო დაკარგული ლიცენზია და გამოტოვებული ლონდონის ოლიმპიადა

ბაიდარითა და კანოეთი ნიჩბოსნობაში ევროპის ჩემპიონატი პლოვდივში 14-16 ივლისს ჩატარდა. საერთო გუნდურ ჩათვლაში გაიმარჯვა უნგრეთის ნაკრებმა, რომელმაც 10 ოქროს მედალი და სამ-სამი ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მეორე ადგილზეა გერმანიის ნაკრები (6-1-3), მესამეზე — რუსეთის ნაკრები (3-3-4).

ნადირაძის ბრინჯაოს მედალი ერთადერთია საქართველოს ნაკრების ყულაბაში, რომელმაც დასკვნით ოქმში მე-18 ადგილი დაიკავა იტალიისა და ნორვეგიის გუნდებთან ერთად.

ყველა ახალი ამბავი
0