საქართველოს მეორე ლიგის ფეხბურთელი უკრაინის ჩემპიონატში გადავიდა

© FC Vorsklaანდრო გიორგაძე
ანდრო გიორგაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა მცველმა პოლტავის კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. საქართველოს მეორე ლიგის საფეხბურთო კლუბ "მერანის" ცენტრალურმა მცველმა ანდრო გიორგაძემ უკრაინის პრემიერ-ლიგის კლუბ "ვორსკლასთან" კონტრაქტი გააფორმა, ნათქვამია პოლტავის გუნდის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ჭანტურია - Sputnik საქართველო
ქართველი ლეგიონერები თასის გათამაშებებში

21 წლის ფეხბურთელსა და კლუბს შორის გაფორმებული კონტრაქტი ორწლიანია, გარიგების ფინასური მხარე ცნობილი არ არის. ახალ გუნდში გიორგაძე მეორე ნომერი მაისურით ითამაშებს.

ამ სეზონზე მცველმა "მერანის" შემადგენლობაში 14 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

გიორგაძეს აგრეთვე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ორი თამაში აქვს ჩაატარებული.

რაც შეეხება "ვორსკლას", გასულ სეზონზე პრემიერ-ლიგაში მან მეშვიდე ადგილი დაიკავა. 2017/2018 სეზონის უკრაინის ჩემპიონატი 16 ივლისს იწყება. პირველ თამაშს "ვორსკლა" ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის დონეცკის "შახტიორის" წინააღმდეგ გამართავს.

ყველა ახალი ამბავი
0