ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის (U-19) მეორე ფინალისტი ინგლისი გახდა

© FB / Georgian Football Federationევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში
ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში მიმდინარე ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის (U-19) ფინალში ერთმანეთს ინგლისისა და პორტუგალიის გუნდები შეხვდებიან.

თბილისი, 13 ივლისი— Sputnik. ინგლისის ახალგაზრდული ნაკრები, რომელმაც მინიმალური ანგარიშით 1:0 ჩეხეთის გუნდი დაამარცხა, ევროპის U-19 ჩემპიონატის მეორე ფინალისტი გახდა.

შეხვედრის ბედი მატჩის დამატებული დროის ბოლო წამებზე გადაწყდა. გამარჯვება ინგლისის ნაკრებს ლუკას ნმეჩას მიერ გატანილმა გოლმა მოუტანა.

ტურნირის ფინალში ინგლისის ნაკრები პორტუგალიას შეხვდება, რომელმაც ანალოგიური ანგარიშით 1:0 ჰოლანდიის ნაკრები დაამარცხა.

ევროპის U-19 ჩემპიონატის ფინალი გორში, თენგიზ ბრუნჯაძის სახელობის სტადიონზე 15 ივლისს გაიმართება. თამაში 20:00 საათზე დაიწყება.

ყველა ახალი ამბავი
0