ქართველი ფეხბურთელი მოლდოვიდან სამშობლოში დაბრუნდა

© FB / Georgian Football Federationქუთაისის "ტორპედო"
ქუთაისის ტორპედო - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოლდოვის "დაჩიის" შემადგენლობაში თამაშის შემდეგ ქართველი ფეხბურთელი ქუთაისის „ტორპედოს“ დაუბრუნდა.

თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. ქართველი ნახევარმცველი გუგა ფალავანდიშვილი მოლდოვის „დაჩიიდან“ ქუთაისის „ტორპედოში“ დაბრუნდა, ნათქვამია ქართული საფეხბურთო კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

საქართველოს ფეხბურთის ნაკრები - Sputnik საქართველო
საქართველოს ფეხბურთის ნაკრები ფიფას რეიტინგში 10 პოზიციით დაწინაურდა

24 წლის ფეხბურთელმა „ტორპედო“ მიმდინარე წლის ზამთარში დატოვა როგორც თავისუფალმა აგენტმა. თავიდან იგეგმებოდა, რომ ფალავანდიშვილი კარიერას კვიპროსის „ეთნიკოსში“ გააგრძელებდა. თუმცა, რიგი მიზეზების გამო ტრანსფერი არ შედგა და ნახევარმცველმა ნახევარი წელი მოლდოვის ჩემპიონატში გაატარა, სადაც „დაჩიის“ სახელით ასპარეზობდა და ჩემპიონატის ვერცხლის მედალი მოიპოვა.

გუნდის შემადგენლობაში ქართველმა ფეხბურთელმა რვა მატჩი გამართა, რომელშიც ერთი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემით აღინიშნა.

„ტორპედოს“ და „დაჩიას“ გარდა ფალავანდიშვილი თამაშობდა „გაგრაში“, თბილისის „დინამო 2“-ში და „დილაში“.

ნახევარმცველმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ერთი მატჩი ჩაატარა — 2015 წელს ევროპა-2016-ზე გიბრალტარის წინააღმდეგ გამართულ შესარჩევ მატჩში (4:0) შეცვლაზე შევიდა.

ყველა ახალი ამბავი
0