05:43 23 ივნისი 2017
პირდაპირი ეთერი
ნიკოლოზ ბასილაშვილი

ბასილაშვილმა ATP-ს რეიტინგში საკუთარი რეკორდი მოხსნა

© Sputnik / Levan Avlabreli
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
1301

ბასილაშვილმა, „როლან გაროსის“ ტურნირის მესამე წრეში გადასვლით, მსოფლიო საჩოგბურთო რეიტინგში საკუთარი პოზიციების გაუმჯობესება შეძლო.

თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა პროფესიონალი ჩოგბურთელების ასოციაციის განახლებულ რეიტინგში (Association of Tennis Professionals, ATP) პოზიცია ოთხი ერთეულით გაიუმჯობესა და რეიტინგის 51-ე სტრიქონი დაიკავა, ნათქვამია სპორტსმენის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.

მანამდე АТР-ს რეიტინგში ბასილაშვილის საუკეთესო შედეგი იყო 53-ე პოზიცია, რომელიც მან 2017 წლის თებერვალში დაიკავა. ბოლო დროს ის რეიტინგის 55-ე სტრიქონს იკავებდა.

"ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ს რეიტინგში 4 საფეხურით დაწინაურდა და ამჟამად 51-ე ადგილს იკავებს, რაც ქართველი ჩოგბურთელის კარიერის საუკეთესო მაჩვენებელია", — აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელის ასეთი პროგრესი „როლან გაროსის“ „დიდი სლემის“ ტურნირზე მისი გამოსვლით აიხსნება, სადაც ბასილაშვილმა მესამე წრეს მიაღწია და უფრო მაღალი რეიტინგის მქონე მოთამაშეებს მოუგო — სერბ ვიქტორ ტროიცკის და ფრანგ ჟილ სიმონს. მესამე წრეში ბასილაშვილმა მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელ რაფაელ ნადალთან გამანადგურებელი მარცხი განიცადა.

უახლოეს მომავალში ბასილაშვილი ლონდონში ATP World Tour 500 სერიის Queen's Club Championships-ის ტურნირის ძირითად ბადეში იასპარეზებს. ეს პროფესიონალური საჩოგბურთო ტურნირების სერიაა, რომელსაც ATP 2009 წლიდან ატარებს. ის 11 ტურნირს მოიცავს და გამარჯვებულს 500 სარეიტინგო ქულას ანიჭებს.

ქართველი ჩოგბურთელის პირველი მეტოქე 34 წლის ლუქსემბურგელი სპორტსმენი ჟილ მიულერი იქნება, რომელიც ATP-ს რეიტინგში 26-ე პოზიციას იკავებს.

ბასილაშვილი 1992 წლის 23 თებერვალს თბილისში დაიბადა. ჩოგბურთის თამაში 5 წლის ასაკში დაიწყო, მოზარდობის ასაკში სავარჯიშოდ აშშ-ში გაემგზავრა. 2015 წლიდან პერიოდულად მონაწილეობს „დიდი სლემის“ ტურნირებში, კორტის საყვარელი საფარი — გრუნტი და მყარი საფარია ("ჰარდი").

მთავარი თემები