ბექა ბურჯანაძემ MoraBanc Andorra-სთან კონტრაქტი გააგრძელა

© photo: Sputnik / Alexey Filipov / გადასვლა მედიაბანკშიკალათბურთი
კალათბურთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ესპანეთის ჩემპიონატში ბურჯანაძე წლების განმავლობაში სხვადასხვა კლუბების შემადგენლობაში გამოდის.

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრების ფორვარდმა ბექა ბურჯანაძემ კლუბ MoraBanc Andorra-სთან კონტრაქტი კიდევ ორი წლით გააგრძელა, ნათქვამია გუნდის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ზაზა ფაჩულია - Sputnik საქართველო
ფაჩულია საქართველოში NBA-ს თასს და ჩემპიონის ბეჭედს ჩამოიტანს

მოთამაშესა და კლუბის ხელმძღვანელობას შორის დადებული ხელშეკრულება 2019 წლამდეა გათვლილი. გარიგების ფინანსური მხარე უცნობია.

მიმდინარე სეზონზე ბურჯანაძე თამაშში საშუალოდ 10,1 ქულას აგროვებდა და 4,2 მოხსნას აკეთებდა.

MoraBanc Andorra-ში ბურჯანაძე ერთი წლის წინ Básquet Coruña-დან გადავიდა. მანამდე ის სევილიის კლუბ Kahasol-ის შემადგენლობაში თამაშობდა, რომელიც ასევე Real Betis-ის სახელით არის ცნობილი.

ყველა ახალი ამბავი
0