მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაო მოიპოვა

© FB/ Fencing-Federation-of-Georgiaსანდრო ბაზაძე
სანდრო ბაზაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონატის პირველი ოთხი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრებს ორი მედალი აქვს – პირველივე დღეს ოქროს მედალი ხმლით მოფარიკავე თეოდორა კახიანმა მოიპოვა.

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. ქართველი ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, რომელიც ამ დღეებში თბილისში ტარდება.

ქართველი მოფარიკავე ლუკა ღაღანიძე - Sputnik საქართველო
ღაღანიძემ ევროპის ჩემპიონატზე ფარიკაობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ნახევარფინალში შეხვედრა ქართველმა სპორტსმენმა ტურნირის მომავალ გამარჯვებულთან, გერმანელ მაქს ხარტუნგთან დათმო ანგარიშით 11:15.

მოგვიანებით პირველი ადგილისთვის ბრძოლაში ხარტუნგმა მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი, უნგრელი არონ სილადი დაამარცხა.

"ტურნირი ძალიან კარგად დავიწყე – ჯგუფში ყველა ორთაბრძოლა მოვიგე. ფლეი-ოფში სამი გამარჯვება მოვიპოვე და ბრინჯაოს მედალი გარანტირებული მქონდა. მაგრამ მერე წავაგე. სპორტში ასეა – ხან მოიგებ, ხან წააგებ. მალე მსოფლიო ჩემპიონატი იქნება და შევეცდები საკუთარი შედეგები გავაუმჯობესო", — თქვა ბაზაძემ დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ.

17 ივნისს ტურნირზე მედლები გუნდურ შეჯიბრებაში გათამაშდება. სანდრო ბაზაძის თქმით, საქართველოს გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მედალი მოიპოვოს.

ყველა ახალი ამბავი
0