ფაჩულია საქართველოში NBA-ს თასს და ჩემპიონის ბეჭედს ჩამოიტანს

© REUTERS / Kyle Terada-USA TODAY Sportsზაზა ფაჩულია
ზაზა ფაჩულია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი ისტორიაში პირველი ქართველია, რომელიც NBA-ს ჩემპიონი გახდა.

თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. NBA-ს ჩემპიონთა თასი და ჩემპიონის ბეჭედი საქართველოში ჩამოვა, განაცხადა ტელეკომპანია Rustavi2-ის ეთერში ზაზა ფაჩულიამ, რომელიც "გოლდენ სტეიტ უორიორზის" შემადგენლობაში ჩემპიონი გახდა.

„ძალიან ბედნიერი ვარ და ძალიან ვამაყობ, რომ ქართველი ვარ! საქართველოში ჩამოვა თასი და საქართველოში ჩამოვა ბეჭედი… საქართველო, ეს გამარჯვება შენთვის არის!" — განაცხადა ფაჩულიამ.

ზაზა ფაჩულია - Sputnik საქართველო
ფაჩულია ნაციონალური კალათბურთის ასოციაციის გამარჯვებული გახდა

„გოლდენ სტეიტ უორიორზმა" საფინალო სერიაში "კლივლენდ კავალიერსი" დაამარცხა საერთო ანგარიშით 4:1 და ბოლო სამი წლის განმავლობაში მეორედ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის უძლიერესი გუნდი გახდა.

„დაუვიწყარი დღეა ჩემ ცხოვრებაში. მადლობელი ვარ, რომ მომეცა იმის საშუალება, რომ ჩემი ქვეყანა წარმომედგინა. გილოცავთ ყველას და ყველას დიდი მადლობა, ვინც გვერდში მედექით. ძალიან რთული სეზონი იყო, ძალიან რთული იყო მოგება, მაგრამ ჩვენ მაინც გავიმარჯვეთ", — განაცხადა ფაჩულიამ.

ფაჩულია „უორიორზში" გასულ წელს გადავიდა. მანამდე ქართველი ცენტრალური თავდამსხმელი „ატლანტა ჰოუქსში“, „დალას მავერიქსში" და „მილუოკი ბაქსში" თამაშობდა.

ყველა ახალი ამბავი
0