ფაჩულია ნაციონალური კალათბურთის ასოციაციის გამარჯვებული გახდა

© AP Photo / John Locherზაზა ფაჩულია
ზაზა ფაჩულია - Sputnik საქართველო
გამოწერა
„გოლდენ სტეიტ უორიორზის“ შემადგენლობაში მოასპარეზე ზაზა ფაჩულია NBA-ს ჩემპიონი გახდა.

თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანი და „გოლდენ სტეიტ უორიორზის“ ცენტრის მოთამაშე ზაზა ფაჩულია თავისი კლუბის შემადგენლობაში აშშ-ის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ჩემპიონი გახდა.

ფაჩულია ისტორიაში პირველი ქართველი კალათბურთელია, რომელიც ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის გამარჯვებული გახდა. დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ ფაჩულიამ Instagram-ზე დაწერა: „საქართველო — ეს შენთვის!“

Публикация от Zaza Pachulia (@zazapachulia) Июн 12 2017 в 11:25 PDT

 

ფლეი-ოფის ფინალურ სერიის მეხუთე მატჩში „გოლდენ სტეიტმა“ საკუთარ მოედანზე „კლივლენდ კავალიერსი“ დაამარცხა (129:120), სერია ანგარიშით 4:1 დაასრულა და ბოლო სამი წლის განმავლობაში მეორედ NBA-ს საუკეთესო გუნდი გახდა.

ფაჩულია სასტარტო ხუთეულში გავიდა და საერთო ჯამში მოედანზე 10 წუთი დაჰყო. ამ დროის განმავლობაში ქართველმა კალათბურთელმა ერთი შედეგიანი გადაცემა და სამი მოხსნა მოაგროვა.

ფინალური სერიის ყველაზე ღირებული მოთამაშე (MVP) „უორიორზის“ თავდამსხმელი კევინ დიურანტი გახდა, რომელიც სერიის თითოეულ მატჩში 30-ზე მეტ ქულას აგროვებდა.

„უორიორზი“ NBA-ს ისტორიაში მეხუთე გუნდია „ბოსტონ სელტიკსთან“, „ლოს-ანჯელეს ლეიკერსთან“ „ჩიკაგო ბულზთან“ და „სან-ანტონიო სპურზთან“ ერთად, რომელთაც აქტივში ჩემპიონის არანაკლებ ხუთი ტიტულია.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ NBA-ს ისტორიაში პირველად ზედიზედ სამი წელი ფინალში ერთი და იგივე გუნდები თამაშობდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0