21:31 17 აგვისტო 2017
პირდაპირი ეთერი
ფეხბურთის ნაკრები

საქართველოს ფეხბურთის U-21 ნაკრებმა ბულგარეთთან ამხანაგური მატჩი წააგო

© GFF
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
2001

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ფეხბურთში 2019 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის ემზადება.

თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ახალგაზრდული ნაკრები ბულგარელ თანატოლებთან ანგარიშით 0:1 ამხანაგურ მატჩში დამარცხდა, რომელიც სოფიაში შედგა, ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მატჩის ერთადერთი გოლი 73 წუთზე კრისტიან პეშოვმა გაიტანა. 

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ ამ შეხვედრაზე ოპტიმალური შემადგენლობა ვერ გამოიყვანა, რადგან გუნდის 12 ფეხბურთელი ლაზარეთში იმყოფება.

მომდევნო ამხანაგურ მატჩს ქართველი ფეხბურთელები მონტენეგროს წინააღმდეგ 12 ივნისს გამართავენ.

ორივე შეხვედრა 2019 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მზადების ნაწილია, რომელსაც საქართველოს ნაკრები პოლონეთის წინააღმდეგ  სექტემბერში დაგეგმილი მატჩით დაიწყებს.

კონტინენტური პირველობის წილისყრის შედეგების მიხედვით, საქართველოს ნაკრები მესამე შესარჩევ ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები იქნებიან დანიის, პოლონეთის, ფინეთის, ლიტვის და ფარერის კულნძულების გუნდები.


მთავარი თემები