09:55 17 აგვისტო 2017
პირდაპირი ეთერი
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკისა და არგენტინის შეხვედრა რეგბიში

რაგბი U-20: მსოფლიო ჩემპიონატის ყველა ნახევარფინალისტი გამოვლინდა

© Sputnik / Alexander Imedashvili
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
3401

ნახევარფინალური შეხვედრები ინგლისი–სამხრეთ აფრიკა და ახალი ზელანდია–საფრანგეთი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 13 ივნისს თბილისში გაიმართება.

თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. ინგლისის ნაკრებმა ავსტრალიის წინააღმდეგ დრამატული მატჩი ანგარიშით 20:19 მოიგო და თბილისში მიმდინარე რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის (U-20) ნახევარფინალში ბოლო ვაკანტური ადგილი დაიკავა.

უძლიერესთა ოთხეულში მოსახვედრად ინგლისელებს А ჯგუფის დასკვნით მატჩში ავსტრალიისთვის ნებისმიერი ანგარიშით უნდა მოეგო, მაგრამ შეხვედრის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე ისინი ჯერ კიდევ აგებდნენ ანგარიშით 17:19.

დღის გმირი მაქს მალინსი გახდა, რომელმაც ზუსტად შეასრულა საჯარიმო დარტყმა და ბრიტანელები ტურნირის ნახევარფინალში გაიყვანა, სადაც ისინი სამხრეთ აფრიკის გუნდს შეხვდებიან. მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ახალი ზელანდია და საფრანგეთი.

აგრეთვე გამოვლინდა გუნდები, რომლებიც V–VIII ადგილებს გაითამაშებენ: ავსტრალია ეთამაშება იტალიას, ხოლო შოტლანდია – უელსს.

საქართველოს ნაკრები IX–XII ადგილებისთვის ბრძოლაში მიიღებს მონაწილეობას. მისი მეტოქე არგენტინა იქნება, რომელსაც მაისურაძის აღსაზრდელები ჯგუფურ სტადიაზე უკვე შეხვდნენ. მეორე წყვილი ირლანდიამ და სამოამ შეადგინეს.

ყველა თამაში 13 ივნისს გაიმართება.

მატჩების განრიგი:

ნახევარფინალები:

ინგლისი — სამხრეთ აფრიკა – 18:00 – მიხეილ მესხის სტადიონი

ახალი ზელანდია — საფრანგეთი – 20:30 – მიხეილ მესხის სტადიონი

მატჩები V–VIII ადგილებისთვის:

ავსტრალია — იტალია – 15:30 – სტადიონი "ავჭალა"

შოტლანდია — უელსი – 18:00 – სტადიონი "ავჭალა"

მატჩები IX–XII ადგილებისთვის:

ირლანდია — სამოა – 13:00 – სტადიონი "ავჭალა"

არგენტინა — საქართველო – 15:30 – მიხეილ მესხის სტადიონი.

მთავარი თემები