03:28 24 სექტემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ლევან მჭედლიძე

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელით „ბოლონია" დაინტერესდა

© AFP/ VINCENZO PINTO
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
2801

„ემპოლის" ქართველი ფეხბურთელი, რომლის კლუბიც იტალიური ფეხბურთის მეორე დივიზიონში გადავიდა, შეიძლება სხვა გუნდში გადავიდეს და „სერია А"-ში დაბრუნდეს.

თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. საქართველოს ნაკრების ცენტრალური თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე "ბოლონიის" ინტერესების სფეროში მოხვდა, რომელიც იტალიურ "სერია А"-ში გამოდის, იუწყება იტალიური გამოცემა Pianeta Empoli.

გასულ სეზონში „ემპოლიმ", რომელშიც ქართველი ფორვარდი 2008 წლიდან თამაშობს, „სერია А" დატოვა და იმის ალბათობა, რომ მჭედლიძე იტალიის მეორე დივიზიონში ითამაშებს, ძალზე მცირეა.

„ბოლონიისა" და „ემპოლის" მოლაპარაკებები ქართველ თავდამსხმელთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში დაიწყება.

„მჭედლიძის კონტრაქტი „ემპოლისთან" მომავალი წლის ზაფხულში იწურება და ახლა საუკეთესო დროა თავდამსხმელის გასაყიდად. ფორვარდის ღირებულება დაახლოებით ორი მილიონი ევროა", — წერს გამოცემა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ „ემპოლის" ხელმძღვანელობა გუნდის თავიდან შექმნას აპირებს. პირველ რიგში, ამისთვის აუცილებელია ტრანსფერზე იმ ფეხბურთელების გაყვანა, რომლებსაც კლუბთან სერიოზული შეთანხმებები აქვთ.

ამჟამინდელ სეზონში მჭედლიძეს ტრავმები ჰქონდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მან შედეგიანობის მხრივ პირადი რეკორდი დაამყარა. ჩემპიონატის 15 მატჩში მან ექვსჯერ გამოიჩინა თავი.

რაც შეეხება „ბოლონიას", 2016/2017 წლების სეზონის შედეგებით გუნდმა იტალიის ჩემპიონატში მე-15 ადგილი დაიკავა.

მთავარი თემები