14:34 24 ივნისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8597
  • 100 RUB3.8955
  • USD2.4578
რუსეთის გუნდი ევროპის ჩემპიონატზე ჯომარდობაში ბორჯომში

რუსეთის გუნდმა ბორჯომში ევროპის ჩემპიონატზე ჯომარდობაში ოქრო მოიპოვა

© FB / IRF Euro Rafting Championships
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
25 0 0

ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს მოზარდებისა და ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის გაიმართა შეჯიბრებები სპრინტში და პარალელურ სლალომში.

თბილისი, 25 მაისი — Sputnik. რუსეთის U-19 და U-23 ნაკრებებმა მოიპოვეს ექვსი ოქროს მედალი ევროპის ჩემპიონატზე ჯომარდობაში, რომელიც ბორჯომში დაიწყო.

იხილეთ შეჯიბრების მეორე დღის პირდაპირი ტრანსლაცია ბორჯომის ხეობიდან.

რუსეთის წარმომადგენელმა გოგონებმა (ასაკობრივი კატეგორია U-19) უმაღლესი სინჯის მედლები მოიგეს სპრინტში და პარალელურ სლალომში. რუსმა ჭაბუკებმა კი ორივე დისციპლინაში თურქ თანატოლებს დაუთმეს.

Российская команда на Чемпионате Европы по рафтингу в Боржомском ущелье
რუსეთის გუნდი ჯომარდობაში ევროპის ჩემპიონატზე ბორჯომის ხეობაში

 

რაც შეეხება ახალგაზრდულ ნაკრებებს (U-23), სპრინტში და პარალელურ სლალომში უძლიერესი რუსეთის ნაკრები იყო, რომელმაც შეჯიბრება მოიგო როგორც ქალთა, ისე მამაკაცთა შორის.

Российская команда на Чемпионате Европы по рафтингу в Боржомском ущелье
რუსეთის გუნდი ჯომარდობაში ევროპის ჩემპიონატზე ბორჯომის ხეობაში

ჩემპიონატის მეორე დღეს (25 მაისს) ამავე დისციპლინებში მედლებისათვის იბრძვიან პროფესიონალები (ქალები და მამაკაცები) (Open) და ვეტერანი მამაკაცები (Masters).

Чемпионат Европы по рафтингу в Боржомском ущелье
ევროპის ჩემპიონატი ჯომარდობაში ბორჯომის ხეობაში

ევროპის ჩემპიონატი ჯომარდობაში საქართველოში 28 მაისამდე გაგრძელდება.

მთავარი თემები