საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა სერიოზული ტრავმა მიიღო

© photo: FC "Rapid" / FBფეხბურთელი გიორგი ქვილითაია
ფეხბურთელი გიორგი ქვილითაია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფეხბურთელმა ტრავმა ავსტრიის გუნდების "რაპიდისა" და "შტურმის" შეხვედრის დროს მიიღო. ექიმები ბარძაყის კუნთის დაზიანებას ვარაუდობენ.

თბილისი, 24 მაისი — Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და ვენის "რაპიდის" თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ სერიოზული ტრავმა მიიღო, იუწყება ავსტრიული გამოცემა Weltfussball.

ქართველმა ფორვარდმა ტრავმა ავსტრიის ბუნდესლიგის 34-ე ტურში "შტურმის" წინააღმდეგ მატჩის დროს (1:0) მიიღო. ფეხბურთელმა მინდორი დამოუკიდებლად ვერ დატოვა და ექიმებმა საკაცე გამოიყენეს.

ქვილითაიას ტრავმის შესახებ დეტალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ არის, მაგრამ "რაპიდის" სამედიცინო შტაბი ვარაუდობს, რომ შესაძლოა საუბარი იყოს ბარძაყის კუნთის გაწყვეტაზე. წინასწარი ინფორმაციით, ქართველი სპორტსმენი ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს.

ლევან მჭედლიძე - Sputnik საქართველო
ქართველი ფეხბურთელის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა

თუ ინფორმაცია დადასტურდა, ქვილითაია გამოტოვებს ბუნდესლიგის ორ დასკვნით მატჩს, ავსტრიის თასის ფინალს და მატჩს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მოლდოვის წინააღმდეგ, რომელიც 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ფარგლებში 11 ივნისს კიშინიოვში გაიმართება.

ავსტრიის ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე "რაპიდი" 40 ქულით მეექვსე ადგილზეა.

ქვილითაია "რაპიდში" გასული წლის აგვისტოში თბილისის "დინამოდან" გადავიდა. ამ პერიოდში მან ჩაატარა 35 მატჩი, გაიტანა ცხრა გოლი და გააკეთა ხუთი შედეგიანი გადაცემა.

ყველა ახალი ამბავი
0