საქართველოში გაიმართება ევროპის ჩემპიონატი ჯომარდობაში

© photo: Sputnik / Виталий Тимкив / გადასვლა მედიაბანკშიჯომარდობა
ჯომარდობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბორჯომის ხეობაში ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის სამასზე მეტი სპორტსმენი იბრძოლებს.

თბილისი, 21 მაისი – Sputnik. ბორჯომის ხეობაში, ჩითახევში, მტკვარზე 22–28 მაისს ჯომარდობაში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება.

ტურნირში მონაწილეობას მიიღებს 300–ზე მეტი სპორტსმენი მსოფლიოს 11 ქვეყნიდან – ჩეხეთი, დიდი ბრიტანეთი, უნგრეთი, იტალია, რუმინეთი, რუსეთი, დანია, ლატვია, თურქეთი, სლოვაკეთი და საქართველო.

ევროპირველობა ჩატარდება  6–კაციანი ნავებით — რაფტებით  4 ასაკობრივ კატეგორიაში ქალებსა და მამაკაცებს შორის. კატეგორიები: 1) 19-წლამდე, 2) 23-წლამდე, 3) ღია ანუ პროფესიონალები და 4) მასტერსი ანუ ვეტერანები. 

ფეხბურთის მოედანი - Sputnik საქართველო
საქართველო 13 საერთაშორისო დონის სპორტულ ტურნირს უმასპინძლებს

ჩემპიონატი ტარდება მსოფლიო ფედერაციის ოფიციალური წესებისა და კრიტერიუმების დაცვით 4 დისციპლინაში — სწრაფდაშვება (სპრინტი), პირისპირ დაშვება (ჰედთუჰედ), სლალომი, დაშვება გრძელ მონაკვეთზე (დაუნრივერი).

ტურნირის პირველი დღე, 22 მაისი, სპორტსმენების ვარჯიშისთვის იქნება გამოყოფილი. 23 მაისს ევროპის ჩემპიონატის ოფიციალური გახსნა გაიმართება. 24, 25, 26 და 27 მაისი შეჯიბრებების დღეებია, ხოლო 28 მაისს ტურნირის დახურვის ცერემონია ჩატარდება.

ჩემპიონატზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა უსაფრთხოების ზომებს. წყალზე უსაფრთხოების უზრუნველოფას მოახდენს პროფესიონალ კაიაკერთა და უსაფრთხოების სპეციალისტთა ჯგუფი, რომელსაც პირადად უხელმძღვანელებს მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი  ჯო ვილის ჯონსი. 


ყველა ახალი ამბავი
0