უკრაინის ვეტერანთა ნაკრებმა ფეხბურთში საქართველოს სძლია

© photo: Sputnik / Alexsey Filippovფეხბურთის ბურთი
ფეხბურთის ბურთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ენერგეტიკის მინისტრმა და დეპუტატებმა საქართველოდან უკრაინელ თანატოლებთან კიევში ვეტერანთა მატჩში ითამაშეს.

თბილისი, 21 მაისი – Sputnik. უკრაინის ვეტერანთა ნაკრებმა ფეხბურთში საქართველოს გუნდი 1:0 დაამარცხეს. თამაში კიევში გაიმართა.

ერთადერთი გოლი მე–15 წუთზე სერგეი ნაზარენკომ გაიტანა.

ზამთრის თასი - Sputnik საქართველო
საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრებმა „ზამთრის თასი“ მოიგო

საქართველოს ნარების შემადგენლობაში გამოვიდნენ წარსულში ცნობილი ფეხბურთელები: კახა კალაძე, ლევან კობიაშვილი, გოჩა ჯამარაული, ლევან ცქიტიშვილი, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი დემეტრაძე და სხვა.

კიევში გალა–მატჩი უკრაინასა და საქართველოს შორის მეგობრობისა და პარტნიორობის გამტკიცების, ასევე ორივე ქვეყანაში ფეხბურთის განვითარების მიზნით გაიმართა.

შეხვედრის ორგანიზატორი იყვნენ უკრაინისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციები, ასევე უკრაინის ფეხბურთის ვეტერანთა ასოციაცია.

 

ყველა ახალი ამბავი
0