18:53 23 ივლისი 2017
პირდაპირი ეთერი
ჯაბა კანკავა

ჯაბა კანკავა „რეიმსის“ სახელით ბოლო მატჩს გამართავს

Vincent Lapauw - SDR
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
2310

კონტრაქტის მიუხედავად, რომელიც ორი წლის შემდეგ იწურება, კანკავამ „რეიმსი“, შესაძლოა, სეზონის დასრულებამდე დატოვოს.

თბილისი, 19 მაისი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა „რეიმსის“ შემადგენლობაში თავის ბოლო მატჩს ჩაატარებს, იუწყება ფრანგული გამოცემა L"union.

გამოცემის თქმით, სწორედ ამ მიზნით „რეიმსის“ მთავარმა მწვრთნელმა მიშელ ტერ-ზაკარიანმა „ამიენის“ წინააღმდეგ მეორე ფრანგული ლიგის  სეზონის დასკვნითი  მატჩის  განაცხადში კანკავა ჩართო.

თითქმის მთელი სეზონის განმავლობაში „რეიმსი“ ლიდერთა სამეულში შედიოდა და მას პირველ ლიგაში გასვლის შანსი ჰქონდა. თუმცა, ბოლო რვა ტურში გუნდმა მხოლოდ ექვსი ქულა მოაგროვა (ერთი მოგება და სამი ფრე). დასკვნითი მატჩის წინ „რეიმსი“ 55 ქულით მეშვიდე ადგილს იკავებს. 

მატჩი „რეიმსსა“ და „ამიენს“  შორის დღეს თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.

ბოლოჯერ ქართველი ნახევარმცველი მოედანზე 14 აპრილს „ლავალის“ წინააღმდეგ მატჩში გამოვიდა. იმ დროიდან ის გუნდის განაცხადში არცერთხელ არ მოხვედრილა. მეტიც, კანკავას გუნდელებთან ერთად არც კი უვარჯიშია.

31 წლის ნახევარმცველის კონტრაქტი „რეიმსთან“ კიდევ ორ წელზეა გათვლილი. თუმცა, სავარაუდოდ, კანკავა კლუბს დატოვებს. სად გააგრძელებს კარიერას ქართველი ფეხბურთელი, არ ვრცელდება.

კანკავა „რეიმსში“ უკრაინული „დნეპრიდან“ 2015 წლის აგვისტოში გადავიდა. ფრანგული კლუბის შემადგენლობაში მან 48 მატჩი ჩაატარა, სადაც ორი საგოლე გადაცემა განახორციელა, მიიღო 15 ყვითელი ბარათი და სამი გაძევება.


მთავარი თემები