საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატი - XII ტურის მიმოხილვა

© Erovnuli Ligaფეხბურთის მატჩი - ლოკომოტივი - საბურთალო
ფეხბურთის მატჩი - ლოკომოტივი - საბურთალო - Sputnik საქართველო
გამოწერა
გასულ უქმეებზე ეროვნული ლიგის XII ტურის მატჩები გაიმართა.

როგორც წინა ტურში, გუნდებმა ქომაგები გატანილი ბურთების სიმრავლით გაახარეს — სულ გატანილია 15 გოლი.

ჩემპიონატში თბილისის "დინამოს" პირველი ფრე

საანგარიშო ტურის დაწყებამდე თბილისის "დინამომ" ეროვნულ ლიგაში ზედიზედ რვა მატჩი მოიგო. მეცხრე თამაშში მათ კარგი შანსები ჰქონდათ, მაგრამ დედაქალაქის კლუბს გზაზე გორის "დილა" გადაეღობა.

ამ ჩემპიონატში "დილა" საკუთარ მოედანზე საკმაოდ სუსტად გამოიყურება — თითოჯერ მოიგო და ფრე ითამაშა და სამჯერ წააგო. ასე რომ, სტუმრები ფავორიტებად მიიჩნეოდა.

თამაში სუსტი ტემპით დაიწყო, ხოლო პირველი მნიშვნელოვანი მოვლენა მე-15 წუთზე მოხდა — ბექა მიქელთაძემ ყვითელი ბარათი მიიღო.

თანდათანობით "დინამოელები" ინიციატივას დაეუფლნენ და მასპინძლების კართან ახლოს გადაინაცვლეს. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ სტუმრები ესესაა გოლს გაიტანენ.

ასეც მოხდა. არაბულის და ლობჟანიძის გადაცემის შემდეგ გიორგი პაპუნაშვილმა ახლო მანძილიდან გოლი გაიტანა.

მეორე ტაიმში "დილას" ფეხბურთელებმა კონტრშეტევაზე გადავიდნენ, თუმცა რეალური საფრთხე სერგეი ლიტოვჩენკოს კართან არ შეუქმნიათ.

შეხვედრის კულმინაციური მომენტი გახდა 90-ე წუთი, როდესაც მიქელთაძემ ხელით თამაშის გამო მეორე გაფრთხილება მიიღო და ის გააძევეს კიდეც მოედნიდან.

რიცხობრივი უპირატესობის პირობებში მასპინძლები გაორმაგებული ენერგიით წინ მიიწევდნენ. მათი ძალისხმევა 83-ე წუთზე დაფასდა. კუთხურის გათამაშების შემდეგ "დილას" ბრაზილიელმა ლეგიონერმა ჟან დერეტიმ შეხვედრის საბოლოო ანგარიში დაამყარა — 1:1.

"ლოკომოტივის" დაკარგული შანსი

თბილისის "ლოკომოტივს" ყველა შანსი ჰქონდა იმისათვის, რომ ოთხქულიანი ჩამორჩენა შეემცირებინა. მაგრამ მოულოდნელად "რკინიგზელებმა" თბილისის "საბურთალოს" ანგარიშით 1:2 დაუთმეს.

იმაზე, თუ რამდენად პრინციპული იყო ეს დაპირისპირება, მოწმობს გაფრთხილებების რაოდენობა მატჩში, რომელიც XII ტურში ყველაზე უხეში გახდა. ორივე გუნდმა ერთად რვა ყვითელი ბარათი მიიღო.

თამაში კი "ლოკომოტივისათვის" არც ისე ცუდად დაიწყო. 30-ე წუთზე მასპინძლებმა კუთხური გაითამაშეს და რატი არდაზიშვილმა "ლოკომოტივი" წინ გაიყვანა.

იმასაც ვერ ვიტყვით, რომ "რკინიგზელები" თამაშს აკონტროლებდნენ. "საბურთალო" ყველა მონაცემით წინ იყო. მაგრამ ანგარიში საპირისპიროს აჩვენებდა.

უპირატესობა გოლად სტუმრებმა მხოლოდ შესვენების შემდეგ აქციეს. 61-ე წუთზე ვაგნერ გონსალესმა საჯარიმო შესანიშნავად დარტყმა შეასრულა.

"ლოკომოტივის" კარში მეორე გოლის თანაავტორი ისევ გონსალესი გახდა. 72-ე წუთზე მან გადაცემა ირაკლი ბიძინაშვილზე გააკეთა, რომელსაც რამდენიმე მეტრის მანძილიდან გოლის გატანა არ გასჭირვებია.

ამ გამარჯვების შედეგად "საბურთალო" სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში გადაინაცვლა.

"სამტრედია" მეორე ადგილზეა

ის, რაც "ლოკომოტივს" არ გამოუვიდა, ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა "სამტრედიამ" შეძლო. საშინაო მატჩში მან "ბათუმი" ანგარიშით 2:0 დაამარცხა, სატურნირო ცხრილში "ლოკომოტივს" გაუსწრო და მეორე ადგილზე აღმოჩნდა.

ამ დროს უნდა აღინიშნოს, რომ "სამტრედიასათვის" ეს გამარჯვება ამჟამინდელ ჩემპიონატში პირველი საშინაო გამარჯვება გახდა. მანამდე გია ცეცაძის აღსაზრდელების ანგარიშზეა ორი ფრე და სამი წაგება.

მატჩის ძირითადი მოვლენები მეორე ტაიმში მოხდა. მასპინძლებმა 53-ე და 57-ე წუთებზე ორი გოლი გაიტანეს.

პირველ შემთხვევაში თავი გამოიჩინა გიორგი დათუნაიშვილმა, რომელმაც ბერიაშვილთან ერთად შესანიშნავი "კედელი" გაათამაშა და საშუალო დისტანციიდან "დინამოს" კლუბის კარში გოლი გაიტანა.

რამდენიმე წუთის შემდეგ გიული მანჯგალაძემ შესანიშნავი საჯარიმო დარტყმა განახორციელა.

"სამტრედიასათვის" ეს გამარჯვება ზედიზედ მეოთხე და ბოლო ექვსი მატჩში მეექვსე გახდა.

ერთი სტრიქონით

ქობულეთის "შუქურამ" სახლში საჩხერეს "ჩიხურასთან" ანგარიშით 1:4 წააგო.

ქუთაისის "ტორპედომ" გასვლაზე "კოლხეთს" ანგარიშით 3:0 მოუგო და სატურნირო ცხრილის მესამე ადგილზე გადაინაცვლა.

ბომბარდირების სიაში არსებითი ცვლილება არ მომხდარა. გატანილი გოლების რაოდენობით "ლოკომოტივის" თავდამსხმელი ირაკლი სიხარულიძე ლიდერობს, რომლის ანგარიშზე 11 გოლია.

საქართველოს ფეხბურთს ჩემპიონატი — XII ტურის შედეგები

XII ტურის ყველა მატჩის შედეგები:

"დილა" (გორი) – "დინამო" (თბილისი) – 1:1

"ლოკომოტივი" (თბილისი) – "საბურთალო" (თბილისი) 1:2

"სამტრდია" — "დინამო" (ბათუმი) 2:0

"შუქურა" (ქობულეთი) – "ჩიხურა" (საჩხერე) 1:4

"კოლხეთი" (ფოთი) – "ტორპედო" (ქუთაისი) 0:3

ეროვნული ლიგის XIII ტურის მატჩები 20 და 21 მაისს გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0