ბათუმში Red Bull-ის საჰაერო რბოლის ჩემპიონატი ჩატარდება

© photo: Sputnik / Алексей Куденко / გადასვლა მედიაბანკშიExtra CL330
Extra CL330 - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბათუმში ზაფხულის სეზონზე საჰაერო რბოლის მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი ეტაპის გამართვა იგეგმება.

თბილისი, 28 აპრილი – Sputnik. Red Bull-ის საჰაერო რბოლის მსოფლიო ჩემპიონატის ეტაპის გამართვის პერსპექტივები განიხილეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და ჩემპიონატის გენერალურმა დირექტორმა ერიხ ვოლფმა ბათუმში გამართულ შეხვედრაზე, ნათქვამია აჭარის მთავრობის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საჰაერო რბოლის ჩემპიონატი Red Bull Air Race მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი ღონისძიებაა. ჩემპიონატის ეტაპები სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. 

ქართველმა ავტომრბოლელებმა სომხეთის Off-road-ის რბოლაში მიიღეს მონაწილეობა - Sputnik საქართველო
ქართველმა ავტომრბოლელებმა სომხეთის Off-road-ის რბოლაში მიიღეს მონაწილეობა

„შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმ დადებით მხარეებზე, რომელიც საჰაერო რბოლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებამ შეიძლება მოუტანოს ქვეყანას და რეგიონს. გარდა ეკონომიკური სარგებლისა, ჩემპიონატის გამართვა ხელს შეუწყობს აჭარის, როგორც ტურისტული ცენტრის ცნობადობის გაზრდასა და პოპულარიზაციას", — ნათქვამია განცხადებაში. 

როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, სასურველი იქნება ჩემპიონატის ეტაპი ზაფხულში გაიმართოს.

ჩემპიონატის გენერალურმა დირექტორმა ერიხ ვოლფმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ მათ ბათუმი მოეწონათ და საქართველოში ჩემპიონატის ჩატარების პერსპექტივას ხედავენ.

„ძალიან ნასიამოვნები ვართ ქალაქით და იმ გარემოთი, რაც ვნახეთ. არაჩვეულებრივი ლანდშაფტია და, დარწმუნებული ვართ, Red Bull-ის საჰაერო რბოლები ქალაქს ახალ განზომილებას შესძენს“, — განაცხადა ვოლფმა.

Red Bull Air Race-ის მსოფლიო სერია — საჰაერო რბოლებში საერთაშორისო ჩემპიონატია, რომლის ფარგლებშიც მსუბუქძრავიანი თვითმფრინავების პილოტები ერთმანეთს სისწრაფესა და სპეციალური გასაბერი პილონებით მოწყობილი სარბოლო ტრასის უმოკლეს ვადაში გავლის ოსტატობაში ეჯიბრებიან.

პირველი შეჯიბრება 2003 წელს გაიმართა. 2017 წელს ჩემპიონატის ეტაპები მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის ქალაქებში ჩატარდება.

ყველა ახალი ამბავი
0