მარიამ ბოლქვაძე ITF სერიის საჩოგბურთო ტურნირის ნახევარფინალში გავიდა

© photo: Mariam Bolkvadze / FBმარიამ ბოლქვაძე
მარიამ ბოლქვაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარიამ ბოლქვაძემ ინდივიდუალურ შეჯიბრებაში გამოსვლა მეორე რაუნდში დაასრულა, ხოლო წყვილთა შეხვედრებში ნახევარფინალში გავიდა.

თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე (583) ბელგიელ მარგუს ბოვისთან (874) ერთად კაიროს ტურნირის წყვილთა შეჯიბრებაში ნახევარფინალში გავიდა, აღნიშნულია ITF-ის ვებ-გვერდზე.

მეოთხედფინალში ქართულ-ბელგიურმა დუეტმა ანასტასია კლიმენკოსა (უკრაინა) და სვარა კულკარნის (ინდოეთი) წყვილი ორ სეტში 6:4, 6:3 დაამარცხა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
ბასილაშვილმა ბარსელონაში АТР სერიის ტურნირზე გამოსვლა დაასრულა

ბოლქვაძე/ბოვის წყვილმა ფინალში გასასვლელად მელისა მორალესი/კირსტენ უიდონის (გვატემალა) წყვილს უნდა სძლიოს.

კაიროს ტურნირზე ბოლქვაძე ინდივიდუალურ შეჯიბრებაშიც მონაწილეობდა, მაგრამ გამოსვლა მეორე რაუნდში დაასრულა — ჰოლანდიელ დომინიკ კარეგატთან სამ სეტში წააგო — 6:7, 6:3, 3:6.

კაიროს ტურნირი 30 აპრილამდე გაგრძელდება. მისი საპრიზო ფონდი 15 ათასი აშშ დოლარია.

ყველა ახალი ამბავი
0