„მზიურის“ კორტებს ჩოგბურთის ეროვნულ ფედერაციას გადასცემენ

გამოწერა
ჩოგბურთის ეროვნული ფედერაცია მოაწყობს საოფისე ფართებს, სავარჯიშო დარბაზს, კვების ობიექტებს, სპორტული ინვენტარისა და ტანსაცმლის მაღაზიებს.

თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციას „მზიურის“ საჩოგბურთო კორტები 10 წლის ვადით, არენდით, უსასყიდლოდ გადაეცემა, იუწყება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო.

აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მიიღო. ამასთან, ტერიტორიის სპორტული პროფილი არ შეიცვლება და ჩოგბურთისთვის გამოიყენებენ. 

ჩოგბურთის კორტები - Sputnik საქართველო
თბილისში ჩოგბურთის ტურნირი გაიმართება ქართველი და რუსი ბიზნესმენების მონაწილეობით

მოლაპარაკების თანახმად, წლის განმავლობაში ყველა ასაკობრივი ნაკრებები უფასოდ გამოიყენებენ კორტებს. „მზიურის“ კორტებზე, ოთხ ასაკობრივ კატეგორიუაში ყოველწლიურად ჩატარდება ეროვნული შეჯიბრებები. გარდა ამისა, უზრუნველყოფილი უნდა იყოს "დევისისა" და "ფედერაციის" თასის გათამაშების შეხვედრები. 

„მზიურის“ საჩოგბურთო კომპლექსი 9 ღია და 2 დახურული კორტისგან შედგება. არსებულ ტერიტორიაზე, რომელიც  12 ათასი კვადრატული მეტრის ფართობს მოიცავს, ეროვნული ფედერაცია მოაწყობს საოფისე ფართს, სავარჯიშო დარბაზს, კვების ობიექტს, სპორტული ინვენტარისა და ტანსაცმლის მაღაზიას, გადახურავს 2 საჩოგბურთო კორტს. შეიქმნება 40 სამუშაო ადგილი. მოლაპარაკების თანახმად, ფედერაცია ვალდებულია განახორციელოს 500 000 ლარის ინვესტიცია.

აღნიშნული პროექტი საჯარო და კერძო სექტორის ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე ხორციელდება. როგორც პრაქტიკა გვაჩვენებს, მსგავსი მეთოდი წარმატებულია. მაგალითად, ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ლიდერია, წარმატებები აქვს ძიუდოს აკადემიასაც. 

საქართველოს მთავრობა მსგავსი პროექტების განხორციელებას მომავალშიც გეგმავს.  

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0