გურამ თუშიშვილი ძიუდოში ევროპის ჩემპიონი გახდა

© FB / Guram Tushishviliგურამ თუშიშვილი
გურამ თუშიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფინალურ ორთაბრძოლაში გურამ თუშიშვილმა ადამ ოქრუაშვილი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. ქართველმა ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა, რომელიც ამ დღეებში ვარშავაში მიმდინარეობს. ფინალში თუშიშვილი თანამემამულე ადამ ოქრუაშვილს შეხვდა, რომლისთვისაც კონტინენტთაშორის პირველობაზე აღებული ვერცხლის მედალი მის კარიერაში მესამეა. მანამდე ოქრუაშვილს 2013/2014 წლებში მეორე ადგილი ეკავა. 

კიდევ ერთი მედალი — ბრინჯაო, დასკვნით ინდივიდუალურ ორთაბრძოლაში საქართველოს ნაკრებს ბექა ღვინიაშვილმა (-90 კგ) მოუტანა, რომელმაც მესამე ადგილის მოსაპოვებლად აზერბაიჯანელ მამადალი მეჰდიევს შეეჭიდა.

ასე რომ, ევროპის ჩემპიონატზე ინდივიდუალურ შეჯიბრებებში, საქართველოს ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა და საერთოგუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა, პირველ და მეორე ადგილზე კი 

კვირას, 23 აპრილს, ევროპის ჩემპიონატი გუნდური შეჯიბრებებით დასრულდება.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0