ღაღანიძემ ევროპის ჩემპიონატზე ფარიკაობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

© НОК Грузииქართველი მოფარიკავე ლუკა ღაღანიძე
ქართველი მოფარიკავე ლუკა ღაღანიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროპის ჩემპიონტის ბრინჯაოს პრიზიორი რაპირით ფარიკაობაში ლუკა ღაღანიძე თავისი შედეგით კმაყოფილია.

თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. ქართველი რაპირით მოფარიკავე ლუკა ღაღანიძე ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. ჩემპიონატი ამ დღეებში მინსკში მიმდინარეობს, იუწყება ტურნირის ოფიციალური ვებ–გვერდი.

ღაღანიძემ ჯგუფურ ეტაპზე ექვსივე ორთაბრძოლა მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც დაძაბულ ბრძოლაში დმიტრი ტროფიმოვს (რუსეთი) სძლია 15:14.

ფეხბურთის მოედანი - Sputnik საქართველო
საქართველო 13 საერთაშორისო დონის სპორტულ ტურნირს უმასპინძლებს

ფინალში გასასვლელად ღაღანიძე კირილ ბოროდაჩევს (რუსეთი) შეხვდა და წააგო – 12:15.

ევროპის ჩემპიონი U-23 ამ დისციპლინაში ჩეხი ალექსანდრ ჩუპეჩინი გახდა.

"მედლის მოპოვება ჩემი უმთავრესი მიზანი იყო. ვცდილობდი, თითოეულ მეტოქესთან მობილიზებული ვყოფილვიყავი, რამაც საბოლოო შედეგამდე მიმიყვანა. შედეგით გახარებული ვარ, მაგრამ არ ვაპირებ ამაზე გაჩერებას", – განაცხადა ღაღანიძემ, რომლის სიტყვები საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზეა მოყვანილი.

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ფარიკაობაში 25 აპრილამდე გაგრძელდება.

საქართველოს ნაკრები ტურნირზე 10 სპორტსმენით არის წარდგენილი.

ყველა ახალი ამბავი
0