კარატეს ევროპის ჩემპიონატზე საქართველომ ხუთი მედალი მოიპოვა

© FB/ Giorgi Machabeliმსოფლიო ჩემპიონატი კარატეში თბილისში, 2015 წელი
მსოფლიო ჩემპიონატი კარატეში თბილისში, 2015 წელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალგაზრდებში ჩემპიონის ტიტული ნიკოლოზ ნავროზაშვილმა მოიპოვა, ხოლო ვერცხლი – ოთარ ესიტაშვილმა. უფროსებში კვარცხლბეკზე ერთდროულად ორი ქართველი ავიდა - მიხეილ წიკლაურმა ვერცხლის მედალი მიიღო, ხოლო თენგიზ ბასტოიანმა – ბრინჯაოს. კიდევ ერთი მედალი ლევან ვერულიძემ მოიპოვა.

თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. დანიის ქალაქ როსკილდში კონტაქტური კარატეს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნულმა და ახალგაზრდულმა ნაკრებმა ჯამში 5 მედალი მოიპოვა — 1 ოქრო; 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო, იუწყება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პრეს–სამსახური.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებულ კიოკუშინკაი კარატეს ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებს შეხვდნენ და ევროპირველობა შეაჯამეს.

საქართველოს დელეგაციამ 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლებაც მიიღო – უკვე მეორედ, პირველად კი თბილისმა ევროპირველობას 2016 წელს უმასპინძლა.

ჩემპიონატში 30 ქვეყნის 400–მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.

გიორგი მაჩაბელი - Sputnik საქართველო
ქართველების დაარსებული კარატეს აკადემია ამერიკაში და 7 წლის ქართველი მსოფლიო ჩემპიონი

ახალგაზრდებში ჩემპიონის ტიტული ნიკოლოზ ნავროზაშვილმა (-60 კგ) მოიპოვა, ხოლო ვერცხლი ოთარ ესიტაშვილმა (-80 კგ). უფროსებში, 75კგ. წონით კატეგორიაში, კვარცხლბეკზე ერთდროულად ორი ქართველი ავიდა — ევროპის ორგზის (2009; 2011) ჩემპიონმა მიხეილ წიკლაურმა ამჯერად ვერცხლის მედალი მიიღო, ხოლო თენგიზ ბასტოიანმა – ბრინჯაოს. კიდევ ერთი მედალი ლევან ვერულიძემ (-85 კგ) მოიპოვა.

დანიაში სპორტსმენები ასევე მსოფლიო ჩემპიონატის ლიცენზიებისთვისაც იბრძოდნენ. ამ ჩემპიონატზე ლიცენზიები მოიპოვეს ბასტოიანმა, ვერულიძემ, ხოლო თბილისურ ევროპირველობაზე – წიკლაურმა და ანდრო ზინჩენკომ. უნდა აღინიშნოს, რომ კონტაქტური კარატეს ისტორიაში საქართველოს 4 ლიცენზია აქამდე არასდროს ჰქონია.

მსოფლიოს ჩემპიონატი 1-2 ივლისს ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ჩატარდება.

ყველა ახალი ამბავი
0