შვილმა დედას მოუგო და საქართველოს ჩემპიონი გახდა

© photo: Sputnik / Владимир Астапкович / გადასვლა მედიაბანკშიხათუნა ნარიმანიძე
ხათუნა ნარიმანიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დედა-შვილი ერთმანეთს მშვილდოსნობაში საქართველოს ჩემპიონატის ფინალში დაუპირისპირდა.

თბილისი, 28 მარტი — Sputnik. ბათუმში მშვილდოსნობაში საქართველოს ჩემპიონატი ქალთა შორის საკმაოდ უჩეულოდ დასრულდა.

შავფაროსნები, არქივის ფოტო. - Sputnik საქართველო
ქართველი ,,ნინძები“, ამორძალი მასწავლებელი და სამი მთავარი სიტყვა

გაიმარჯვა თიკო ფუტკარაძემ, რომელმაც ფინალში საკუთარ დედას — ხათუნა ნარიმანიძეს სძლია ანგარიშით 6:5.

საინტერესოა კიდევ ის ფაქტი, რომ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელია თამაზ ფუტკარაძე — ხათუნას მეუღლე და თიკოს მამა. ვის მხარეს იყო მწვრთნელის სიმპათია — უცნობია.

ხათუნა ნარიმანიძე ოთხი ოლიმპიადის მონაწილეა: სიდნეის (2000), ათენის (2004), პეკინის (2008) და რიო-დე-ჟანეიროს. ჩინეთის ოლიმპიადაზე ნარიმანიძემ შემაჯამებელ ოქმში მეცხრე ადგილი დაიკავა.

ყველა ახალი ამბავი
0