14:37 24 ივნისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8597
  • 100 RUB3.8955
  • USD2.4578
U-19

საქართველოს ფეხბურთის U-19 ნაკრებმა რუსი თანატოლები დაამარცხეს

© ФФГ
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
5101

19 წლამდე ქართველმა ფეხბურთელებმა რამდენიმე დღის განმავლობაში რუს თანატოლებს ერთნაირი ანგარიშით 1:0 ორჯერ მოუგეს.

თბილისი, 27 მარტი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის 19 წლამდელთა ნაკრებმა თბილსში რუსეთის გუნდს ამხანაგურ მატჩში ანგარიშით 1:0 მოუგო.

ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის მე-15 წუთზე გიორგი კოხრეიძემ გაიტანა. "საბურთალოს" ნახევარმცველმა რუსეთის ნაკრების მცველს ასპარეზობა მოუგო და საჯარიმოდან ძლიერი დარტყმით გოლი გაიტანა. მაქსიმ ბოგატირიოვმა თავისი გუნდის გადარჩენა ვერ შეძლო.

მეორე ტაიმის შუა პერიოდში მასპინძლებს უპირატესობის გაზრდის საშუალება ჰქონდათ, მაგრამ თემურ ჩოგოვაძემ ეს შანსი ვერ გამოიყენა.

გუნდებს შორის გამართული პირველი მატჩის დროს, რომელიც თბილისში რამდენიმე დღის წინ გაიმართა, გიორგი ყიფიანის მოწაფეებმა გამარჯვებას მინიმალური ანგარიშით მიაღწიეს. მაშინ თავი რატი არდაზიშვილმა გამოიჩინა, რომელიც "ლოკომოტივის" სახელით ასპარეზობს.

ორივე შეხვედრა ევროპის U-19 ჩემპიონატის მზადების ფარგლებში გაიმართა, რომელიც საქართველოში მიმდინარე წლის ივლისში ჩატარდება.

კონტინენტალურ პირველობაში რვა ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. საქართველომ კვალიფიკაცია ავტომატურად მიიღო, როგორც ქვეყანა-მასპინძელმა. კიდევ შვიდი გუნდის ვინაობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, როდესაც ელიტ-რაუნდის თამაშები ჩატარდება.

ევროპის U-19 მოქმედი ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრებია.

მთავარი თემები