ქართველმა მოჭიდავეებმა უნგრეთის ტურნირზე ოქრო და სამი ბრინჯაო მოიპოვეს

© AFP 2024 / Ilmars Znotins ზურაბ დათუნაშვილი
ზურაბ დათუნაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უნგრეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მესამე საერთო გუნდური ადგილი მოიპოვა.

თბილისი, 27 მარტი — Sputnik. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ქართველმა სპორტსმენებმა უნგრეთის ქალაქ სომბათეიში გამართულ იმრე პოიაკის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე ერთი ოქროს და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, იუწყება საქართველოს სპორტის სამინისტროს ვებ-გვერდი.

მძიმეწონოსანთა შორის გამარჯვებული ლევან არაბული (-130 კგ) გახდა, რომელმაც გადამწყვეტ ბრძოლაში ფინელი ტომას ლაჰტი დაამარცხა ანგარიშით 3:0. აღსანიშნავია, რომ მეოთხედფინალში არაბული მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს და ლონდონის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორ ესტონელ ჰეიკი ნაბის შეხვდა, რომელსაც მოუგო ანგარიშით 2:0.

ქართველი მოჭიდავეები - Sputnik საქართველო
კიევში საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 7 მედალი მოიპოვა

ამავე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი საქართველოს კიდევ ერთმა წარმომადგენელმა ვასილ იმერლიშვილმა მიოპოვა.

საქართველოს ნაკრების ყულაბას კიდევ ორი ბრინჯაოს მედალი ევროპის ვიცე-ჩემპიონმა რობერტ კობლიაშვილმა (-85 კგ) და კონტინენტალური პირველობის გამარჯვებულმა ზურაბ დათუნაშვილმა (-80) შემატეს.

საერთო გუნდურ ჩათვლაში ქართველმა მოჭიდავეებმა მესამე ადგილი დაიკავეს, მათზე წინ არიან ბელარუსი (ერთი ოქრო და ორი ვერცხლი) და უნგრელი სპორტსმენები, რომლებმაც უმაღლესი სინჯის ოთხი მედალი და ორი ბრინჯაო მოიპოვეს.

იმრე პოიაკი — ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ცნობილი უნგრელი სპორტსმენია, რომელმაც ტოკიოს ოლიმპიადა (1964) მოიგო და სამგზის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პროზიორი გახდა (ჰელსინკი 1952, მელბურნი 1956 და რომი 1960).

ყველა ახალი ამბავი
0