04:32 22 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0921
  • 100 RUB4.1098
  • USD2.6972
ჩოგბურთი

ბასილაშვილი მემფისის АТР ტურნირის მეორე წრეში გადავიდა

© Memphis Open
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
711

ავსტრალიელთან პირველ წრეში მოგების შემდეგ, მეოთხედფინალში გასვლისთვის ბასილაშვილი მსოფლიოს მე–20 ჩოგანს შეხვდება.

თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ორ სეტში ანგარიშით 6:3, 6:0 ავსტრალიელ ჯორდან ტომპსონს მოუგო და მემფისში სერია АТР 250-ის ტურნირის მეორე რაუნდში გადავიდა, იუწყება შეჯიბრების ოფიციალური ვებგვერდი.

ბასილაშვილმა მეტოქეს ამოსუნთქვა არ აცალა და პირველივე გეიმში ბრეიკი განახორციელა. სეტის შუა პერიოდში ტომპსონი ქართველ ჩოგბურთელს ბრძოლაში იწვევდა, მაგრამ ქართველმა გაუძლო გამოწვევას და თავისი ჩაწოდება აიღო. უფრო მეტიც, ამის შემდეგ ბასილაშვილმა მეტოქის ჩაწოდება აიღო და პირველი პარტია მოიგო.

მეორე სეტში ავსტრალიელი კორტზე არც კი ჩანდა, რაზეც მოწმობს ანგარიში 6:0.

საბოლოო ჯამში, ბასილაშვილს საათზე ოდნავ მეტი დასჭირდა იმისათვის, რომ მერვედფინალში გასულიყო. იქ ის მსოფლიოს მე–20 ჩოგანს და მემფისში განთესვის პირველ ნომერს ხორვატ ივო კარლოვიჩს შეხვდება.

ამ გამარჯვებით ბასილაშვილმა 20 სარეიტინგო ქულა და 10, 975 აშშ დოლარი გამოიმუშავა. 

მემფისის ტურნირი 19 თებერვლამდე გაგრძელდება, ხოლო მისი საპრიზო ფონდი 643 000 დოლარს შეადგენს.


მთავარი თემები