საქართველოს რაგბის ნაკრებმა ევროპის „ერთა თასზე“ ბელგიას მოუგო

© FB / Georgian Rugbyქართველი "ბორჯღალოსნები"
ქართველი ბორჯღალოსნები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს რაგბის ნაკრები ბელგიასთან მატჩის დროს არაძირითადი შემადგენლობით თამაშობდა.

თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. ევროპის „ერთა თასის“ სასტარტო მატჩის დროს საქართველოს რაგბის ნაკრებმა ბრიუსელში ბელგიის ნაკრებს ანგარიშით 31:6 მოუგო.

შეხვედრის პირველ ნახევარში სტუმრები დომინირებდნენ მოედანზე და ანგარიშით 17:0 იგებდნენ. მცდელობებით გამოიჩინეს თავი გიორგი თხილაიშვილმა და გიორგი კოშაძემ. უკანასკნელისთვის ეს ქულები საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში სადებიუტო გახდა. ორი რეალიზაცია და საჯარიმო მერაბ კვირიკაშვილის ანგარიშზეა.

შესვენების შემდეგ ბელგიელები გააქტიურდნენ და ორი საჯარიმოს გატანით შეამცირეს სხვაობა.  

საქართველოს რაგბის ნაკრები - Sputnik საქართველო
ქართველმა რაგბისტებმა სამოას გუნდი დაამარცხეს

თუმცა, სულ მალე, საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი მცდელობა ჩაუთვალეს, ამჟამად ტექნიკური. რეალიზაცია ისევ კვირიკაშვილმა განახორციელა. შეხვედრის ბოლოს საქართველოს ისევ ჩაუთვალეს ტექნიკური მცდელობა, რეალიზაცია კი ლაშა მალაღურაძემ შეასრულა, და საბოლოო ანგარიშიც დადგა. 

უნდა აღინიშნოს, რომ ბელგიის წინააღმდეგ მატჩში საქართველო არაძირითადი შემადგენლობით თამაშობდა. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ახალგაზრდებს თავის გამოჩენის შანსი მისცა და ბრიუსელში მატჩზე რამდენიმე დებიუტანტი გამოიძახა.

საქართველოს ნაკრები ევროპის „ერთა თასის“ ფარგლებში მომდევნო თამაშს თბილისში, 19 თებერვალს, გერმანიის წინააღმდეგ გამართავს, რომელმაც თავის სადებიუტო მატჩში რუმინელებს ანგარიშით 41:38 სძლია.

კიდევ ერთ წყვილში რუსეთის ნაკრებმა ესპანეთი ანგარიშით 22:20 დაამარცხა.

ევროპის „ერთა თასის“ მოქმედი მფლობელი საქართველოს ნაკრებია, რომელმაც ჯილდო ზედიზედ ექვსჯერ მოიგო. სულ ქართველ „ბორჯღალოსნებს“ ამ ტურნირზე რვა გამარჯვება აქვთ მოპოვებული.


ყველა ახალი ამბავი
0