ბასილაშვილი სოფიაში АТР–ს სერიიდან ტურნირის ნახევარფინალში გავიდა

© Sputnik / Alexander Imedashviliნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა სლოვაკ მარტინ კლიჟანს მოუგო.

თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა, რომელსაც მსოფლიო რეიტინგის ცხრილში 87-ე ადგილი უკავია, მსოფლიოს 36–ე ჩოგანს, სლოვაკ მარტინ კლიჟანს სამ სეტში (0:6, 6:3, 6:3) სძლია და  ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე АТР-ს სერიის ტურნირის ნახევარფინალში გავიდა.

შეხვედრის პირველი სეტი ბასილაშვილს ჩაუვარდა, ვერცერთი გეიმის აღება ვერ შეძლო.

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
ქართველი ჩოგბურთელი სოფიას ტურნირზე ხმაურიანი სენსაციის ავტორი გახდა

თუმცა, მეროე სეტის დასაწყისიდან ბასილაშვილი დაწინაურდა და სეტი ანგარიშით 6:3 დაასრულა.

მესამე პარტია მეორის მსგავსად წარიმართა. სპორტსმენებმა ბევრი შეცდომა დაუშვეს, მაგრამ ზოგიერთ მომენტში ძალიან ლამაზი ჩოგბურთი აჩვენეს. ბასილაშვილმა თავისი ამოცანა უკეთ შეასრულა და მისი გამარჯვება – 6:3 კანონზომიერი იყო.

ნახევარფინალში გასვლით ქართველმა ჩოგბურთელმა 90 სარეიტინგო ქულა მოიპოვა და თავისი საბანკო ანგარიში 25 ათასი ევროთი შეავსო.

ფინალში გასასვლელად ბასილაშვილი შეხვდება კორტების მასპინძელს, მსოფლიოს მე–13 ჩოგანს, გრიგორი დიმიტროვს.

ტურნირი ბულგარეთში 12 თებერვლამდე გაგრძელდება. მისი საპრიზო ფონდია 540 ათასი ევრო.

ყველა ახალი ამბავი
0