საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონი კარიერას დანიაში გააგრძელებს

© photo: Sputnik / Алексей Филиппов / გადასვლა მედიაბანკშიფეხბურთი
ფეხბურთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბუდუ ზივზივაძე მეორე ქართველი ფეხბურთელი გახდა, რომელიც დანიის „ესბიერგის“ სახელით ითამაშებს — ადრე კლუბში ოთარ კაკაბაძე გადავიდა.

თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. „სამტრედიას“ თავდამსხმელი და საქართველოს უკანასკნელი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ბუდუ ზივზივაძე პროფესიულ კარიერას დანიურ „ესბიერგში“ განაგრძობს, იუწყება სკანდინავიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

22 წლის ფორვარდმა გააფორმა კონტრაქტი, რომელიც ორ წელ ნახევარზეა გათვლილი. გარიგების თანხა არ სახელდება, თუმცა პორტალის Transfer Markt ინფორმაციით, დანიელებმა ზივზივაძეში დაახლოებით 550 000 ევრო გადაიხადეს.

„დანიის სუპერლიგა ძალიან კარგი ჩემპიონატია. იმედი მაქვს, რამ აქ ყველა ფეხბურთელისთვის საჭირო გამოცდილებას შევიძენ. ვფიქრობ, კლუბში ადაპტაცია არ გამიჭირდება, აქ ხომ ერთი ქართველი უკვე თამაშობს“, — კონტრაქტის ხელმოწერის შემდეგ განაცხადა ზივზივაძემ.

იანვრის შუა რიცხვებში „ესბიერგთან“ კონტრაქტს ხელი მოაწერა ესპანური „ჰიმნასტიკის“ მცველმა ოთარ კაკაბაძემ.

 „ზივზივაძეს შეუძლია თამაში როგორც თავდასხმის ცენტრში, ასევე მარცხენა ფლანზეც. ის ძალიან სწრაფი, ტექნიკური და ფიზიკურად ძლიერია. გვიხარია, რომ ასეთი მოთამაშე ჩავიგდეთ ხელში“, — აღნიშნა დანიური კლუბის ტექნიკურმა დირექტორმა ტედ ვან ლეუვენმა.

საქართველო-იორდანია - Sputnik საქართველო
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები იორდანიასთან ამხანაგურ მატჩში დამარცხდა

გასულ წელს „სამტრედია“ თავისი ისტორიის მანძილზე პირველად საქართველოს ჩემპიონი გახდა, ზივზივაძე კი 11 გატანილი გოლით — ეროვნული პირველობის საუკეთესო ბომბარდირი.

საქართველოს ეროვნული ნაკრების სახელით ზივზივაძემ პირველად მიმდინარე წლის იანვარში უზბეკეთის წინააღმდეგ მატჩში ითამაშა (2:2).


ყველა ახალი ამბავი
0