თბილისში ფუტსალში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი იწყება

© FB / GeorgianFFofficialსაქართველოში ფუტსალი დაიწყო
საქართველოში ფუტსალი დაიწყო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფუტსალში საქართველოს ნაკრების მეტოქეები იქნებიან ისრაელის, შოტლანდიისა და შვეიცარიის გუნდები.

თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. თბილისში სამშაბათს ფუტსალში ევროპის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი იწყება, იუწყება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) ოფიციალური ვებ-გვერდი.

А ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები იქნებიან ისრაელის, შოტლანდიისა და შვეიცარიის გუნდები. პირველ შეხვედრას ქართველი ფეხბურთელები ისრაელის წინააღმდეგ გამართავენ. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.

ყველა შეხვედრა „ოლიმპიურ სოფელში“ გაიმართება.

თამაშების ცხრილი:

24 იანვარი

17:30 შვეიცარია-შოტლანდია

20:00 საქართველო-ისრაელი

25 იანვარი

17:30 ისრაელი-შვეიცარია

20:00 საქართველო-შოტლანდია

27 იანვარი

17:30 შოტლანდია-ისრაელი

20:00 შვეიცარია-საქართველო

პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში შვიდ ჯგუფად დაყოფილი 26 ევროპული ნაკრები მონაწილეობს (ხუთ ჯგუფში ოთხ-ოთხი გუნდია, ორში — სამ-სამი). მეორე შესარჩევ რაუნდში თითოეული ჯგუფის გამარჯვებული გადავა.

ფუტსალში ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის ფინალური ნაწილი სლოვენიაში 30 იანვრიდან 10 თებერვლის ჩათვლით გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0