01:16 20 იანვარი 2017
პირდაპირი ეთერი
დინამოს ფეხბურთელებმა ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყეს

თბილისის "დინამოს" ფეხბურთელებმა ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყეს

FB / DINAMOTB
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
11 0 0

"დინამოს" მთავარი მწვრთნელი გუნდს 16 იანვარს შეუერთდება, როდესაც მოთამაშეები თურქეთში შეკრებაზე გაემგზავრებიან.

თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. თბილისის "დინამოს" საფეხბურთო კლუბმა ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო, იუწყება გუნდის ოფიციალური ვებ-გვერდი.

დედაქალაქის კლუბის ფეხბურთელები პირველ ვარჯიშს თამაზ სამხარაძის ხელმძღვანელობით ანდრო ჟორდანიას სახელობის თბილისის საწვრთნელ ბაზაზე ჩაატარებენ. "დინამოს" მთავარი მწვრთნელი ვიაჩესლავ გროზნი კი გუნდს 16 იანვარს შეუერთდება, როდესაც მოთამაშეები თურქეთში შეკრებაზე გაემგზავრებიან.

"დინამო" მზადების პროცესის ფარგლებში "ზამთრის თასი 2017"-ის გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც თბილისში 13-15 იანვარს გაიმართება.

რაც შეეხება თურქულ შეკრებას, ის 16 იანვრიდან 5 თებერვლამდე გაგრძელდება. ამ პერიოდში თბილისის "დინამოს" ოთხი ამხანაგური მატჩი აქვს დაგეგმილი: 25 იანვარს სლოვაკეთის "ჟილინასთან", 28 იანვარს – რუსეთის "ტომთან", 1 თებერვალს – მაკედონიის "რაბოტნიჩკებთან" და 4 თებერვალს რუსეთის "ორენბურგთან".

თურქეთში პირველი შეკრება 5 თებერვალს დასრულდება. ამის შემდეგ ფეხბურთელები თბილისში დაბრუნდებიან, სადაც 11 თებერვლამდე დარჩებიან, შემდეგ კი მათ სეზონისწინა მეორე შეკრება დაეწყებათ.

მთავარი თემები